ნავარის მონარქების სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნავარის მონარქების სიაში წარმოდგენილია ნავარის სამეფოს მეფეების და დედოფლების სია. ნავარა ამჟამად არის ესპანეთის ავტონომიური გაერთიანება ჩრ. ესპანეთში.

ნავარის სამეფო

ნავარის სამეფო არსებობდა 905-1620 წლებში. 1589 წელს საფრანგეთის მეფე ხდება, ნავარის მეფე ანრი IV. აქედან მოყოლებული საფრანგეთისა და ნავარის სამეფოები  გაერთიანდნენ, თუმცა მათ მონარქებს ჰქონდათ საფრანგეთისა და ნავარის მეფის, ან დედოფლის ტიტული. 1620 წელს მეფე ლუი XIII-მ ნავარის სამეფო საბოლოოდ მიუერთა საფრანგეთს, რითაც ნავარის სამეფომ არსებობა შეწყვიტა.

ნავარის სამეფოს მთელი ისტორიის მანძილზე სულ 33 მეფე და 7 დედოფალი მართავდა.

ხიმენესების დინასტია 905-1234[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შამპანის დინასტია 1234-1284[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შამპანის დინასტიის გერბი

სანჩო VII-ის გარდაცვალების შემდგომ, ნავარის ტახტი მემკვიდრეობით ერგო მის ქალიშვილ - ბლანკას, რომელიც შამპანის ჰერცოგინია იყო. ამიტომაც ნავარის მართვა დაიწყო ბლანკას ვაჟმა თეობალდ I-მა შამპანის დინასტიიდან.

კაპეტინგების დინასტია 1284-1441[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაპეტის სახლი 1284-1349[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1285-1328 წლებში ჟანა I ნავარელისა და ფილიპე IV ფრანგის ქორწინებით საფრანგეთის და ნავარის სამეფოები გაერთიანდნენ. შემდგომში ფილიპესა და ჟანას 3 ვაჟი - ლუი X, ფილიპე V და შარლ IV ამ ორი სახელმწიფოს მეფეები იყვნენ.

ევრეს სახლი 1349-1441[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევრეს დინასტიის გერბი

მას შემდეგ რაც ფილიპ IV-ის სამი ვაჟი - ფილიპე, ლუი და შარლი უმემკვიდრეოდ გარდაცვალნენ, ნავარის მმართველობა დაიწყო შარლის ქალიშვილმა ჟანა II-მ თავის მეუღლე - ფილიპე III-თან ერთად, რომელიც ევრეს დინასტიის წარმომადგენელი იყო. მას შემდეგ რაც 1328 წელს საფრანგეთის ტახტზე ვალუას დინასტია გამეფდა, ფილიპ III-მ ნავარა გამოყო საფრანგეთისგან და მისი ერთპიროვნული მმართველი გახდა.

ტრასტამარას დინასტია 1425-1479[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნავარელი ტრასტამარების დინასტიის გერბი

ბლანკა I-ის გარდაცვალების შემდგომ ტახტი მისმა მეუღლემ - ჟან II-მ შეინარჩუნდა, რომელიც ტრასტამარას დინასტიის წარმომადგენელი იყო. იგი ნავარას გარდაცვალებამდე, ანუ 1479 წლამდე მართავდა, მის შემდგომ ტატხზე ავიდა ბლანკას და ჟანის ქალიშვილი ელეონორი.

ნავარის დედოფლისა და მეფის ტიტულისათვის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1441 წელს, ბლანკა I-ის გარდაცვალების შემდეგ გვირგვინი მისმა მეუღლემ ჟან II-მ მიიღო. იგი ნავარის სამეფოს მანამდე მართავდა სანამ, 38 წლის ასაკში არ გარდაიცვალა. ტახტზე მისი უფროსი ქალიშვილი - ელეონორი ადის, თუმცა ამავე წელს ელეონორიც გარდაიცვალა. ამის შემდეგ ტახტზე უნდა ასულიყო ელეონორის და - ბლანკა (ნავარის სამეფო ტახტზე ქალსაც და მამაკაცსაც თანაბარი უფლება ჰქონდა, თუმ ქალი უფროსი შვილი იყო მამაკაცზე დიდი უფლებაც კი ჰქონდა), თუმცა ეს გააპროტესტა ბლანკას უმცროსმა ძმა - შარლმა. პოზიციები არც ბლანკამ დათმო, ამიტომაც დაიწყო ბრძოლა ნავარის ტახტისათვის რომელშიც შარლმა გაიმარჯვა. თუმცა შარლის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მაინც ბლანკა ავიდა.

ფოქსის დინასტია 1479-1517[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელეონორ I-ის გარდაცვალების შემდგომ ტახტი მისმა და-ძმამ დაიკავეს. ელეონორის ვაჟმა გასტონ ფოქსმა (იგი ფოქსის დინასტიის წარმომადგენელი იყო, ვინაიდან ელეონორის მეუღლეც ფოქსის დინასტიის ჩამომავალი იყო) ცოლად შეირთო საფრანგეთის პრინცესა - მადლენ ვალუა. შემდგომში ბლანკა II-ის გარდაცვალების შემდეგ როცა გასტონი გარდაცვლილი იყო, მადლენის ნათესავებმა მოახერხეს და ნავარის ტახტზე დასვეს გასტონისა და მადლენის ვაჟი, ელეონორ I-ის შვილიშვილი - ფრანუა ფოქსი. რითაც ნავარაში საფუძველი ჩაეყარა ფოქსის დინასტიას.

ალბრეს დინასტია 1484-1572[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბრეს დინასტიის გერბი

კატალინა I თავის მეუღლე - ჟან III-თან ერთად მეფობდა, აქედან გამომდინარე მათი შვილებიც ალბრეს დინასტიის წარმომადგენელნი იყვნენ (ვინაიდან ჟანი ალბრეს დინასტიის ჩამომავალი იყო), აქედან მოყოლებული ალბრეს დინასტიამ ჩაანაცვლა ფოქსის დინასტია.

კაპეტინგების დინასტია 1572-1620[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბურბონთა სახლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟანა III-ე გათხოვილი იყო ანტუან დე ბურბონზე, მათი შვილებიც ბურბონების დინასტიის წარმომადგენლები იყვნენ. ჟანას გარდაცვალების შემდგომ კი ტახტზე მათი ვაჟი ანრი III ადის, რომელსაც ცოლად საფრანგეთის პრინცესა - მარგარიტა ვალუა მოჰყავს. 1589 წელს უმემკვიდრეოდ დარჩენილმა საფრანგეთის მეფე ანრი III-მ თავის მემკვიდრეებად მარგარიტა და ანრი დაასახელა, სწორედ აქედან მოყოლებული ნავარასა და საფრანგეთს საერთო მონარქები ჰყავთ. 1620 წელს კი ანრის ვაჟმა - ლუი XIII-მ ნავარა საფრანგეთის გვირგვინის ქვეშ გააერთიანა, რითაც ნავარის სამეფომ არსებობა შეწყვიტა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (ფრანგულად) Jean-François Bladé, " Les comtes carolingiens de Bigorre et les premiers rois de Navarre ", p. 326-346, 400-413, 481-491, Revue de l'Agenais, 1895, tome 22
  • (ფრანგულად) Jean-François Bladé, " Les comtes carolingiens de Bigorre et les premiers rois de Navarre ", p. 16-39, 308-324, 418-430, Revue de l'Agenais, 1896, tome 23
  • (ფრანგულად) Jean-François Bladé, " Les comtes carolingiens de Bigorre et les premiers rois de Navarre ", p. 34-46, 201-211, 313-319, Revue de l'Agenais, 1897, tome 24