მრუშობა
იერსახე
მრუშობა, მრუშება, მეუღლის ღალატი — ძველ საქართველოში სქესობრივი კავშირი ცოლისა სხვა კაცთან ან ქმრისა — სხვა ქალთან, „მეუღლიანის ბოზობა“ (საბა). საეკლესიო სამართალი მრუშობისთვის სასჯელად 15 წელს უზიარებლად ყოფნას აწესებდა. საერო სამართლითა და ზნეობით მრუშობა ქმარს დიდ დანაშაულად არ ეთვლებოდა; მოღალატე ცოლს კი ქმარი გაეყრებოდა და მის საყვარელ კაცზედაც შურს იძიებდა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ., ტფ., 1929
- ფუტკარაძე ი., ქსე, ტ. 7, გვ. 173, თბ., 1984