მოწამეთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg ეს სტატია მონასტერს ეხება. სოფლის შესახებ იხილეთ მოწამეთა (ტყიბულის მუნიციპალიტეტი).
მოწამეთა
Motsameta klooster.jpg

მოწამეთა

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია იმერეთის მხარე
რაიონი ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა მოწამეთა
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი გუმბათოვანი ეკლესია
თარიღდება VIII საუკუნე

მოწამეთა — სამონასტრო ანსამბლი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოწამეთას მახლობლად.

მდებარეობს ქუთაისიდან 6 კმ დაშორებით, მდინარე წყალწითელას აღმოსავლეთ ხეობაში, სოფელ მოწამეთაში. მოწამეთას მონასტერი ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ძეგლია. გალავნით შემორტყმული მონასტერი კლდოვან-ტყიან მთის დაკავებულ ადგილზეა გაშენებული, მონასტრის გარშემო მყოფ ბუნებაზე მოგზაური ალექსეი მურავიოვი ამბობდა: „შეუძლებელია უკეთესი ადგილის შერჩევა საბერ-მონაზვნო განმარტოებისთვის“. იგი აგებულია წმინდა ძმების დავით და კონსტანტინე მხეიძეების უკვდავ საყოფად. ისინი იყვნენ არგვეთის ერისთავები, რომლებიც VIII საუკუნეში შემოსეულ არაბთა ლაშქარს მცირე რაზმით თავგანწირულად შეებრძოლნენ, დიდი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად,ვერ შეაჩერეს ურიცხვი მტერი და დამარცხდნენ. არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ, შეპყრობილ ერისთავებს ქრისტეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. განრისხებულმა მურვანმა დიდი ტანჯვა მიაყენა ძმებს, მაგრამ მათ საშინელი წამება ვაჟკაცურად აიტანეს და მოწამეთა გვირგვინით შეიმოსნენ. დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ამ ეკლესიაში ინახება.

მოწამეთას ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა, ჯვრის ოთხივე მკლავი თანაბარია. გუმბათი ეყრდნობა ოთხ სვეტს, ორი საკურთხევლის შვერილია, ეკლესიას აქვს ორი კარი - დასავლეთისა და სამხრეთის. საკურთხეველი ჩრდილოეთ მხარეს აქვს.მონასტერი ქვის გალავნით არის შემოსაზღვრული. მის ეზოში დასაფლავებული დაკრძალული არიან XIX-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირები. ტაძრის დასავლეთ მხარეს ძველი ეკლესიის ნანგრევებზე აშენებულია წაგრძელებული ფორმის წინამძღვრის სახლი (მოსაცდელი).

მოწამეთას ეკლესიის აშენების საკითხი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ერთნი ფიქრობენ, რომ ეკლესია აშენდა 11 საუკუნეში ბაგრატ IV-ის მიერ, მეორენი კი ეკლესია აშენდა ბაგრატ V დიდის დროს, ეს დაბნეულობა გამოწვეულია იმით, რომ მარტვილობის ტექსტში მითითებულია მეფე ბაგრატი, მაგრამ რომელი ზუსტად არ არის ნაცნობი.

მონასტერში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული მოწამეთობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლია შალვაშვილი, მოგზაურობა საქართველოში, გამომც. ”საქართველოს მაცნე”, თბილისი, 2007 წ.
  • ა.მურავიოვი, საქართველო და სომხეთი.
  • პ.ვაჭარიძე, მოწამეთა, გამზ.ქუთაისი, 1985 წ
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.II, გვ 289-გვ 290
  • გ.წერეთელი, გამზ.კვალი, 1893 წ. N45
  • მ.საბინინი, საქართველოს სამოთხე, გვ 324-330, 333

ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]