ჰოვანეს თუმანიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰოვანეს თუმანიანი
Հովհաննես Թումանյան.jpg
დაბ. თარიღი 19 თებერვალი 1869(1869-02-19)[1]
დაბ. ადგილი დსეღი[2]
გარდ. თარიღი 23 მარტი 1923(1923-03-23)[3][1] (54 წელი)
გარდ. ადგილი მოსკოვი[3]
საქმიანობა პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე და პროზაიკოსი
ეროვნება სომხები
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union (1923-1955).svg სსრკ
რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი ნერსისიანის სკოლა
Magnum opus Anoush, Q15975430?, Q16376668?, Q21213142? და Q4436928?
ხელმოწერა Tumanyan siganture.jpg
Hovhannes Tumanyan ვიკისაწყობში

ჰოვანეს თათევოსის ძე თუმანიანი (დ. 7 თებერვალი/19 თებერვალი, 1869, სოფ. დსეღი, ლორეს მაზრა - გ. 23 მარტი, 1923, მოსკოვი), სომეხი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

პირველდაწყებითი განათლება სოფელში მიიღი. შემდეგ ჯალალოღლის (ახლანდელი ...) ოთხკლასიან სასწავლებელში და თბილისის ნერსესის სემინარიაში სწავლობდა (უკანასკნელი ვერ დაამთავრა უსახსრობის გამო). სწავლას მოწყურებულმა თვითგანვითარებას მიჰყო ხელი. 1886 წელს გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე. მისი ადრინდელი ნაწარმოებებია „ძაღლი და კატა“, „უიღბლო ვაჭრები“ (ორივე 1886). თუმანიანი მრავალმხრივი შემოქმედი იყო. წერდა ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, ზღაპრებს, იგავებს, ბალადებს. მის ნაწარმოებებში ასახულია სომხეთის სინამდვილისთვის დამახასიათებელი სოციალური-ფსიქოლოგიური კონფლიქტები, ხალხის ზნე-ჩვეულებანი, სომეხი ხალხის წარსული და აწმყო. მისი საუკეთესო პოემებია „ანუში“ (1890, გამოქვეყნდა 1892), „მარო“ (1887, გამოქვეყნდა 1892), „თმოგვის ციხის აღება“ (1902, გამოქვეყნდა 1905), სომხების საგმირო თქმულებების საფუძველზე შექმნა პოემა „დავით სასუნცი“ (1902). ფართოდაა ცნობილი თუმანიანის მიერ სომხური და აღმოსავლური ლეგენდების სიუჟეტებზე შექმნილი მრავალი ბალადა და ზღაპარი („ერთი წვეთი თაფლი“, გამოქვეყნდა 1909; „გულადი ნაზარა“, 1908, გამოქვეყნდა 1912 და სხვა) . თუმანიანის მოთხრობები („გიქორი“, 1895, გამოქვეყნდა 1907 და სხვა) სომხური პოეზიის საუკეთესო ნიმუშებია. მათში მართლადაა გადმოცემული გლეხკაცის ფსიქოლოგია. თუმანიანი ოპტიმისტი მწერალი იყო. სწამდა თავისი სამშობლოსა და მშრომელი ხალხის ნათელი მომავალი. იგი ქართველი და სომეხი ხალხების ძმობა-მეგობრობის თავდადებულ და მგზნებარე დამცველად გამოდიოდა. ამ თემაზე შექმნა მრავალი ლექსი - „შერიგება“ (1893), „საქართველოს შესახებ“ (1916), „საქართველოს სული“ (1919), „საქართველოს პოეტებს“ (1919) და სხვა. თუმანიანის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე. მისი არაერთი ნაწარმოები თარგმნა ქართულად ი. გრიშაშვილმა (ოვ. თუმანიანი, რჩეული ნაწარმოები, თბ., 1924).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • არველაძე ბ., ოვანეს თუმანიანი და საქართველო, თბ., 1969;
  • ლაიშვილი ნ., ოვანეს თუმანიანი ქართულად (ანოტირებული ბიბლიოგრაფიული საძიებელი), თბ., 1973;
  • Ганаланян О. Т., Очерки армянской поэзии XIX-XX веков, 2 изд., Ер., 1964

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]