ვაზისუბნის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაზისუბნის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის დასავლეთით 2 კილომეტრზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია,ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და კირის დუღაბით. წყობაში აქა-იქ ლოდებია ჩართული. დაზიანებულია: აყრილია სახურავის საფარი, აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებს მთელ სიმაღლეზე ბზარები დაუყვება, ჩამოშლილია ლავგარდანი. ეკლესიის განივ ფასადებზე აშკარად ჩანს გვიანდელი გადაკეთების კვალი, რომლის დროსაც გრძივი კედლები ოდნავ (დაახლოებით 0.5 მეტრით) აუმაღლებიათ, რამაც სახურავის ფერდების დახრილობა რამდენამდე შეამცირა. როგორც ჩანს ამავე დროსაა გამოყვანილი დასავლეთ შესასვლელიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]