ვაზისუბნის ყველაწმინდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაზისუბნის ყველაწმინდის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი კახეთის მხარის გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბნის მიდამოებში, დაახლოებით 0,5 კილომეტრზე. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ადგილს დიდ ველს უწოდებს.

ეკლესია დარბაზულია, განეკუთვნება შუა საუკუნეებს. შენობა ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. წყობა ირეგულარულია, ძლიერ დაზიანებულია. ჩამონგრეულია კამარა, დანგრეულია დასავლეთ კედლის ზედა ნაწილი. სამხრეთ დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს მთელ სიმაღლეზე განიერი ბზარები დაუყვება. ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი სწორკუთხაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რაომელშიც გაჭრილია გარეთკენ დავიწროებული სარკმელი, სარკმელს თარაზული გადახურვა და საფეხურებად დამუშავებული რაფა აქვს. სარკმლის ორივე მხარეს თითო, გეგმითი ნალისებრი, ღრმა ნიშაა. ორივე ნიშა ერთმანეთზე კუთხით მიყრდნობილი ორ-ორი ბრტყელი ქვითაა გადახურული. საკურთხევლის სარკმლის გარდა თითო სწორკუთხა სარკმელია სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]