ვაზისუბნის მეორე ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაზისუბნის ნამოსახლარი.

ვაზისუბნის მეორე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ვაზისუბნის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე მცონარახევის მარჯვენა ნაპირზე, ლომიაურად წოდებულ ადგილზე. სავარაუდოდ განეკუთვნება გვიანდელ ანტიკურ ხანას.

XX საუკუნის 60-იან წლებში მიწის ხვნის დროს აღმოჩნდა მშრალი წყობით ნაგები კედლების ფრაგმენტები და წითლად შეღებილი ბრტყელი კრამიტის ნატეხები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]