ეგვიპტის ოცდამეათე დინასტია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეგვიპტის ოცდამეათე დინასტია
სამეფო გაუქმდა

ძვ.წ. 380–ძვ.წ. 343
დეკორაციები ტახოსის სარკოფაგზე
დედაქალაქი უცნობია
ენები კოპტური ენა
რელიგია ძველი ეგვიპტური რელიგია
მთავრობა მონარქია
ფარაონი
 -  ძვ.წ. 380 - 362 ნექტანებ I
 -  ძვ.წ. 362 - 360 ტახოსი
 -  ძვ.წ. 360 - 343 ნექტანებ II
ისტორიული ერა ანტიკური ხანა
 -  შეიქმნა ძვ.წ. 380
 -  ორმეფობის დაწყება ძვ.წ. 363
 -  შეჭრა სპარსეთში ძვ.წ. 362
 -  ტახოსის ჩამოგდება ძვ.წ. 360
 -  არტაქსერქსეს ლაშქრობა ძვ.წ. 351/350
 -  არტაქსერქსეს მიერ დაპყრობა ძვ.წ. 343

ძველი ეგვიპტის დინასტიები

ეგვიპტის ოცდამეათე დინასტია — ეგვიპტის დინასტია, რომლის წარმომადგენლებიც მართავდნენ ეგვიპტეს ძვ.წ. 380 წლიდან ძვ.წ. 343 წლამდე. ოცდამეათე დინასტიის მმართველობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ნექტანებ I-მა აჰორისის ვაჟი ნეფერიტ II ტახტიდან ჩამოაგდო. ამ დინასტიას ხშირად გვიანი პერიოდის ნაწილადაც განიხილავენ.

ისტორია[რედაქტირება]

ძვ.წ. 380 წლისთვის ნექტანებ I უკვე მთელ ეგვიპტეს აკონტროლებდა, თუმცა ნექტანებ I-მა თავისი მეფობის უმეტესი დრო სპარსელების შემოტევების მოგერიებას შესწირა, რაშიც მას რამდენიმეჯერ სპარტელები და ათენელებიც დაეხმარნენ. ძვ.წ. 365 წელს ნექტანებმა საკუთარი ვაჟი ტახოსი თანამმართველად და მემკვიდრედ გამოაცხადა და ნექტანებ I სიკვდილამდე, ძვ.წ. 363 წლამდე მამა და შვილი ერთად მეფობდნენ. მამის გარდაცვალების შემდეგ ტახოსი სპარსეთი ტერიტორიაზე შეიჭრა, თავდაპირველად მცირე წარმატებებიც მოიპოვა, თუმცა მოგვიანებით მისი ვაჟის ჯოჰეპიმუს მიერ მოწყობილი შეთქმულების მსხვერპლი გახდა და ტახოსი ძვ.წ. 360 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს.[1] ჯოჰეპიმუმ ეგვიპტეში მისი მამის ტახოსის არაპოპულარობით ისარგებლა და საკუთარი ვაჟი ნექტანებ II ძვ.წ. 360 წელს ფარაონად გამოაცხადა. ეგვიპტის არმია კი ნექტანებ II-ის გარშემო გაერთიანდა, რამაც ტახოსი აიძულა სპარსეთში გაქცეულიყო.[2]

ნექტანებ II-ს მმართველობის დროს სპარსელები დიდი ძალიხმევით ცდილობდნენ ეგვიპტის ხელახლა დაპყრობას. პირველი ათი წლის მანძილზე ნექტანებ II სპარსელთა შემოტევებს იგერიებდა, რისი მიზეზიც სპარსეთის იმპერიაში არსებული შიდა არეულობები იყო, არტაქსერქსე III იძულებული გახდა საკუთარი იმპერიის ერთიანობისთვის და ძალაუფლების განმტკიცებისთვის ებრძოლა. მოგვიანებით ძვ.წ. 351/350 წლებში არტაქსერქსემ ზამთარში ეგვიპტის დასაპყრობად ილაშქრა, თუმცა მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ლაშქრობაში დამარცხებამ კვიპროსში, ფინიკიაში და კილიკიაში აჯანყება გამოიწვია.[3] ნექტანებმა ამ აჯანყებებს მხარი დაუჭირა, საბოლოოდ არტაქსერქსემ ეს აჯანყებები ჩაახშო და ძვ.წ. 343 წელს ხელახლა შეიჭრა ეგვიპტეში. მეორე ლაშქრობა უკვე წარმატებული აღმოჩნდა და ნექტანებ II იძულებული გახდა მემფისში ნილოსის დელტაში უკან დაეხია. მოგვიანებით იგი სამხრეთ ნუბიიდან ქაიქცა და თავი ნაპატას მეფეს ნაცტასენი შეაფარა.[4]

ასევე მეამბოხე ხაბაბაში თავს მეფედ აცხადებადა (ძვ.წ. 338 - ძვ.წ. 336), ისტორიაში ნექტანებ II მიჩნეულია როგორც ეგვიპტის უკანასკნელი მკვიდრი ფარაონი, ნექტანების მარცხი შედეგად ეგვიპტის როგორ დამოუკიდებელი სამეფოს არსებობა დასრულდა.[5]

ფარაონები[რედაქტირება]

ფარაონის სახელი სამეფო სახელი მმართველობა კომენტარი
ნექტანებ I ჰეპერკარა ძვ.წ. 380 - ძვ.წ. 362 განდევნა სპარსელები ეგვიპტიდან
ტახოსი ირიმაატენრა ძვ.წ. 362 - ძვ.წ. 360 გაერთიანდა სპარტასთან და ათენთან
ნექტანებ II სენეჯემიბრა სეტეპენჰერეტი ძვ.წ. 360 - ძვ.წ. 343 ტახტიდან ჩამოაგდო ტახოსი მამისა და აგესილაე II-ის დახმარებით

გალერეა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ნიკოლას გრიმალი, ძველი ეგვიპტის ისტორია, Blackwell Books: 1992, გვერდი:377
  2. ნიკოლას გრიმალი, ძველი ეგვიპტის ისტორია, Blackwell Books: 1992, გვერდი:379
  3. ნიკოლას გრიმალი, ძველი ეგვიპტის ისტორია, Blackwell Books: 1992, გვერდი:379-380
  4. ნიკოლას გრიმალი, ძველი ეგვიპტის ისტორია, Blackwell Books: 1992, გვერდი:380-381
  5. ნიკოლას გრიმალი, ძველი ეგვიპტის ისტორია, Blackwell Books: 1992, გვერდი:381

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

წინამორბედი:
XXIX დინასტია
 ეგვიპტის ფარაონთა დინასტია 
ძვ.წ. 380 - ძვ.წ. 343
შემდეგი:
XXXI დინასტია