სენეფერკა, სეკანეფერი, ნეფერსეკა — ძველი ეგვიპტისადრეული სამეფოს ფარაონი I დინასტიიდან. მისი მეფობის ზუსტი პერიოდი უცნობია. მისი სახელიც კი დისკუსიის საგანია, რადგან არსებობს სამეფო სერეხის წაკითხვის რამდენიმე ვარიანტი. ეგვიპტელი არქეოლოგი და ძველი ეგვიპტის ისტორიკოსი ზაჰი ჰავასი მის სახელს კითხულობს, როგორც ნეფერ-სიეკა. 2005 წელს საკარაში აღმოჩენილ ერთ-ერთ მასტაბაზე აღიშნული სახელი ხშირადაა გამოყენებული. ამ აღმოჩენის შედეგები ფართო საზოგადოებისათის ჯერ კიდევ არაა ცნობილი[1].