ჯოსერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯოსერის ქანდაკება კაიროს მუზეუმიდან.

ჯოსერიძველი ეგვიპტის ფარაონი, ქვეყანას მართავდა ძვ. წ. 2635–2611 წლებში, III დინასტიის პირველი ფარაონი. პირველი პირამიდის აგება მის სახელს უკავშირდება.

ჯოსერი იყო მეორე დინასტიის უკანასკნელი ფარაონის ხასეხემუისა და დედოფალი ნიმაათაპის შვილი, მისი მმართელობის დროს ზემო და ქვემო ეგვიპტის გაერთიანება დასრულდა, სახელმწიფოს დედაქალაქი საბოლოოდ გახდა მემფისი.

მართალია ჯოსერის წინამორბედი იყო მისი ძმა სანახატი, (ნეფკა) თუმცა ზუსტად მისი მმართელობის დროს ეგვიპტემ მიაღწია ისეთ წარმატებებს, რომ ეგვიპტის ისტორიაში დაიწყო ახალი ერა, ამიტომ მანეთონი სახელდობრ მას მიიჩნევდა მესამე დინასტიის დამაარსებლად.

სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი ჯოსერი, ეგვიპტურ თარგმანში ნიშნავს „ბრწყინვალეს“, „დიდებულს“, ეს სახელი წარმოადგენს ძველ ვერსიას, რომელიც გამოიყენებოდა დიდი ხნის მანძილზე მისი სიკვდილის შემდეგ და გვხვდება მხოლოდ XII დინასტიიის პერიოდამდე, თანამედროვე ჩანაწერებში ჯოსერის სახელი ცნობილია, როგორც „ზეციური“ (ფარაონის ხუთი ოფიციალური სახელიდან ერთ-ერთია ნეჩერიხეტი) , ზუსტად ეს იქნა ამოტვიფრული მონუმენტებზე, რომლებიც აგებულია ფარაონის მმართველობისას.

სახელი ნეჩერიხეტი შედგება ორი ნაწილისგან „ნეჩერი“ (ღვთაებრივი) და „ხეტი“ (კრებული). III დინასტიის ზეციური მეფეების სახელებსა და რეგალიების შემადგენლობაში შედის ღვთაებრივი ტრაქტატები, ცისა და მზის ღმერთზე, მათ ურთიერთდამოკიდებულებასა და პანთეონზე, ამ მდგომარეობის ექოს წარმოადგენს პირამიდათა ტექსტების თეოლოგიური კომპლექსი, ზოგიერთი დათარიღებულია გვიანდელი დინასტიის პერიოდით, ბერძნული წყაროებიდან ცნობილია, როგორც ტოსორფროსი (მანეთონი) და სასორფოსი (ევსები კესარიელი).

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოსერმა ეგვიპტეს დაუქვემდებარა სინაის ნახევარკუნძული, რომელიც მდიდარი იყო ფირუზისა და სპილენძის საბადოებით, სინაის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ მომთაბარეებზე ჯოსერის გამარჯვების აღსანიშნავი ბარელიეფები არის ვადი-მაჰკარის რაიონში. გვიანდელი, მაგრამ უფრო დამაჯერებელია წარწერა კუნძულ სეხელზე არსებულ ქვის ფილაზე, რომელიც მდებარეობს სიენის (თანამედროვე ასუანი) მახლობლად. ჩვენთის ცნობილია, რომ ჯოსერის მმართველობის დროს მოხდა შიმშილობა, რაც გამოიწვია შვიდწლიანმა გვალვამ.

ჯოსერმა კუნძული ფილი აჩუქა ქალღმერთ ისიდას ქურუმებს, ხოლო კუნძული ელეფანტინა ღმერთ ხნუმის ქურუმებს, რის შედეგადაც, როგორც წარწერებიდან ვგებულობთ, ქვეყანა გვალვას გადაურჩა.

სამხრეთით ჯოსერმა დაიქვემდებარა ნუბიის ჩრდილოეთი ნაწილი თითქმის ტაკამფსომდე, რომელიც 125 კმ-ში მდებარეობს ნილოსის პირველი ჭორომის სამხრეთით. ეგვიპტის სამხრეთ ოლქების დასაცავად, ნილოსის პირველ ჭორომთან შეიქმნა 12 კილომეტრის სიგრძის გამაგრება, რომელიც შემდეგ გახდა ეგვიპტის ოფიციალური სამხრეთ საზღვარი.

წარმოებული დაპყრობითი ომების შედეგად, ეგვიპტემ მიიღო დიდი რაოდენობით მუშა ხელი, რომლებსაც იყენებდნენ სხვადასხვა მშენებლობაზე მათ შორის შესანიშნავ, ჯოსერის საფეხურებიან პირამიდაზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: