ნეფერკარა I — ძველი ეგვიპტის ფარაონი II დინასტიიდან. მისი მმართველობის ზუსტი ხანგრძლივობა უცნობია. ისტორიკოს მანეთონის მიხედვით კი იგი მეფობდა 25 წელი[1]. მისი სახელი მოხსენიებულია საქარის სიაში. ტურინის პაპირუსის მიხედვით კი მას ეწოდება ააკა-ნეფერკა. მანეთონი კი მის სახელს ბერძნულ ელფერს სძენს და ნეფერხერესს უწოდებს.