ფსამეტიქ III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფსამეტიქ III
ფსამეტიკუს III, ფსამეტიქუს III
ფარაონი
მეფობა ძვ.წ. 526 - 525 წწ. (XXVI დინასტია)
წინამორბედი ამასის II
მემკვიდრე კამბისე II
შვილი/ები ამასისი
გარდ. თარიღი ძვ.წ. 525

ფსამეტიქ III (ასევე ფსამეტიქუს III, ფსამეტიკუს III) — ძველი ეგვიპტის მეფე (ფარაონი) ოცდამეექვსე დინასტიიდან, რომელიც მეფობდა გვიანი პერიოდის დროს. ფსამეტიქის მმართველობა დაიწყო ძვ.წ. 526 წელს და დასრულდა ძვ.წ. 525 წელს. ფსამეტიქის მეფობისა და ცხოვრების შესახებ ცნობილი ინფორმაციის უმეტეს ნაწილს ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე გვაწვდის. ჰეროდოტეს მიხედვით ფსამეტიქმა მხოლოდ ექვსი თვე იმეფა, ეგვიპტის ტახტზე ასვლიდან ექვსი თვის შემდეგ ფსამეტიქს სპარსელთა შემოჭრასთან და კამბისე II-თან მოუწია დაპირისპირება. საბოლოოდ ფსამეტიქ III პელუზიუმთან დამარცხდა, რის შემდეგაც მემფისში გაიქცა სადაც შეიპყრეს კიდეც. მისი დამარცხებით ეგვიპტეში ოცდამეექვსე დინასტიის მმართველობა დასრულდა და სპარსული დინასტიის (XXVII დინასტიის) მმართველობა დაიწყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფსამეტიქ III
დაიბადა:  ?? გარდაიცვალა: ძვ.წ. 525
წინამორბედი:
ამასის II
   ეგვიპტის ფარაონი   
ძვ.წ. 526 - 525 წწ.
შემდეგი:
კამბისე II