რამსეს IV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რამსეს IV
ეგვიპტის ფარაონი
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 1156
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 1150
წინამორბედი: რამსეს III
მემკვიდრე: რამსეს V
მეუღლე: დუატენტოპეტი
შვილები: რამსეს V
დინასტია: XX დინასტია
მამა: რამსეს III
დედა: სავარაუდოდ ტიტი

რამსეს IVძველი ეგვიპტის XX დინასტიის ფარაონი. ქვეყანას განაგებდა სავარაუდოდ ძვ. წ. 1156-1150 წლებში. ფარაონ რამსეს III-ისა და სავარაუდოდ, დედოფალ ტიტის შვილი.

დაიბადა სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ფარაონ სეთი II-ის მმართველობის დროს და ტახტზე ავიდა 40 წლის ასაკში, მამის რამსეს III-ის მკვლელობის შემდეგ. ფარაონის ტახტზე ასვლის შემდეგ დაიჭირა მამის მკვლელები და სასამართლოს გადასცა.

ფარაონის მეუღლე იყო დუატენტოპეტი, რომლის საფლავიც აღმოჩენილია მეფეთა ველზე. როგორც ჩანს, იგი უნდა ყოფილიყო მემკვიდრე პრინცის დედა. რამსეს IV-ის მეფობა 6 წელი გაგრძელდა.

რამსეს IV-ისა და მამამისის შესახებ მოგვითხრობს ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ვრცელი ჰარისის პაპირუსი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]