ნეფერკამინ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აბიდოსის მეფეთა სია (ფრაგმენტი). ნეფერკამინ II

ნეფერკამინ II ანუძველი ეგვიპტის ფარაონი VIII დინასტიიდან. ქვეყანას მართავდა ძვ. წ. XXII საუკუნეში.

ფარაონი ცნობილია მხოლოდ აბიდოსის მეფეთა სიის მიხედვით. არაა შემონახული არც მისი საფლავი და არც რაიმე ძეგლი მისი მმართველობის პერიოდიდან. სავარაუდოდ ეს ფარაონი მოხსენიებული უნდა იყოს ტურინის პაპირუსში სახელწოდებით ნეფერი („მშვენიერი“). ამ პაპირუსის თანახმად მისი მეფობა უნდა გაგრძელებულიყო 2 წელი, 2 თვე და 1 დღე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]