პეპი II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეპი II-ის ბავშვობის პერიოდის ქანდაკება

პეპი II ნეფერკარა, პიოპი IIძველი ეგვიპტის ფარაონი, რომელიც მართავდა დაახლოებით ძვ. წ. 2279-2219 წლებში, მიეკუთვნება VI დინასტიას.

ფარაონ პეპი I-ისა და დედოფალი ანეხნესმერირა II-ის უმცროსი შვილი, მერენრა I-ის ღვიძლი ძმა, პირველი ძველი ეგვიპტის ვეზირი-ქალის ნებეტის შვილიშვილი. ითვლება, რომ პეპი II ტახტზე ავიდა 6 წლის ასაკში და იცოცხლა 100 წლამდე. მისი მმართველობა გრძელდებოდა 94 წელს და იყო ყველაზე ხანგრძლივი მმართველობა მსოფლიო ისტორიაში. გამოითქვა მოსაზრებაც, რომ ფარაონმა მართა 64 წელი.

დაპყრობითი პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეპი II საშინაო პოლიტიკაში ეყრდნობოდა ნუბიის შემრიგებლურ ტრადიციებს, რომელიც აღწევდა ეკვატორულ აფრიკას და უგზავნიდა ფარაონს მონებს.

ნუბია და ლიბია რეგულარულად გზავნიდა ეგვიპტეში მოჯამაგირეებს. ჯერ კიდევ მმართველობის მეორე წელს პეპი II გაგზავნა ფლოტი. მან მოიტანა იქიდან მდიდარი ნადავლი, ჯერძოდ შავკანიანი ჯუჯა (პიგმეი), რომელიც 8 წლის ფარაონს ძალიან გაეხარდა (ძველ ეგვიპტეში პიგმეები ასოცირდებოდნენ ქაჯების ღმერთთან, გამოიყენებდნენ როგორც მასხრებს).

ამასთან ერთად, ყველა ლაშქრობა არ მთავრდებოდა წარმატებულად. უაუტას სამხრეთით ლაშქრობის დროს ელეფანტინის ნომარქი მეხუ მოკლეს, რის შემდეგ მისმა შვილმა სებნიმ შეკრიბა ლაშქარი თავის სამფლბელოში და დაიძრა სამხრეთისაკენ, რათა დაესაჯა მამის მკვლელი ტომი. ლაშქრობა წარმატებულად დამთავრდა, სებნი დაბრუნდა დიდი ნადავლით და მამის ცხედრით. შემდეგ სებნი, რომელმაც მიიღო „სამხრეთის მმართველის“ ტიტული, გაგზავნეს პუნტში ფარაონის ბრძანებით. იქიდან მოიტანა სხვადასხვა ბარგის გარდა ოქრო, სპილოს ძვალი და ლეოპარდის ტყავი.

როდესაც ნამიბიაში გაიმართა აჯანყება უაუტას და ირჩეტის მებრძოლ ტომებს შორის, პეპიმ გაგზავნა აჯანყებულების წინააღმდეგ ელეფანტინის ნომარქი, „უცხო ქვეყნების მმართველი“ პეპინახტი. უკანასკნელი დაბრუნდა აჯანყებულების ცემის შემდეგ, მძევლად წაიყვანა უამრავი ტყვე და ბელადის შვილები. პეპინახტის მეორე ლაშქრობა იყო შედარებით წარმატებული. გაანადგურა მათი ჯარი, მემფისში ხელთ ჩაიგდო ათი ათასობით ტყვე, უამრავი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, ტყვედ კი ჩაიგდო ორი ბელადი და მათი მხედარმთავარი.

მეორე ექსპედიცია, რომელიც პეპიმ გაგზავნა პუნტში დამთავრდა წარუმატებლად. ეგვიპტელმა მოხელემ ანანხეტმა, რომელმაც უხელმძღვანელა ექსპედიციას, მიაღწია წითელ ზღვას და მოკლეს უდაბნოს მცხოვრებლებმა ამუს ტომიდან. ანანხეტთან ერთად დაიღუპა მისი მთელი ჯარი. პეპიმ მკაცრად იძია შური და გაგზავნა ტომის წინააღმდეგ დამსჯელი ექსპედიცია პეპინახტის ხელმძღვანელობით.

მოღვაწეობის შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად თავისი ხანგრძლივობის, პეპი II მმართველობის დროს აღინიშნებდა ნომარქების ხელისუფლების გაძლიერება. მაგალითად, პეპი იძულებული იყო ტაძრების მეურნება გაეთავისუფლებინა ე. წ. იმუნიტეტური სიგელებით, რაც ცხადყოფდა სამეფო ხელისუფლების შესუსტებას. შედეგად დეცენტრალიზებული ტენდენციებმა გამოიწვიეს ძველი სამეფოს დამხობა პეპი II მემკვიდრის მერენრა II-ის მმათველობის შემდეგ.

პეპი II პირამიდების კომპლექსი მდებარეობს საკარაში, ძველი სამეფოს მმართველობის აკლდამის შორიახლოს. თავდაპირველად მისი პირამიდის, მენხ-ანხის სიმაღლე იყო 78,5 მეტრი, მაგრამ ცუდი დაგეგმარების შედეგად ის დაიწია 52 მეტრემდე. პირამიდის ირგვლივ იყო აშენებული 7 პირამიდა-თანამგზავრი: 4 რიტუალი და 3 ცოლებისათვის. მეოთხე ცოლმა იმტესმა, შესაძლოა უღალატა მას და პეპიმ დატოვა პირამიდის გარეშე, ხოლო მეხუთე ცოლისთვის, რომელსაც ერქვა ანხესენპეპი, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „ის რომელიც ცოცხლობს პეპის გამო“ - ფარაონმა რატომღაც ბრძანა აეშენებინა მხოლოდ მასტაბა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პეპი_II&oldid=2781198“-დან