ხაიუ
იერსახე
იუხა ან ხაიუ — ეგვიპტის ფარაონი წინადინასტიურ პერიოდში. ხაიუ მართავდა ნილოსის დელტას, სავარაუდოდ, ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლოს. მიეკუთვნება ნულოვან დინასტიას[1]. მისი სახელი ცნობილია მხოლოდ პალერმოს ქვიდან, რომელზეც ჩამოწერილია ქვემო ეგვიპტის ფარაონების სია. ისტორიულ წყაროებში ხაიუს შესახებ სხვა არანაირი მტკიცებულება არ მოგვეპოვება[2], ის შეიძლება მითური მეფე, ან საერთოდაც გამოგონილი პიროვნება იყოს. მისი სახელის მნიშვნელობა უცნობია[3].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Schneider Thomas. Lexikon der Pharaonen. — Düsseldorf: Albatros, 2002. — 327 S. — ISBN 3-491-96053-3.
- Ludwig D. Morenz. Bild-Buchstaben und symbolische Zeichen: Die Herausbildung der Schrift der hohen Kultur Altägyptens. — Fribourg: Academic Press, 2004. — 373 S. — ISBN 3-7278-1486-1.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|