აგესილაე II

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აგესილაე II (დ. ძვ. წ. 444 – გ. ძვ. წ. 360) — სპარტის მეფე ძვ. წ. 401 წლიდან. წარმატებით იბრძოდა მცირე აზიაში სპარსელების წინააღმდეგ. ანტალკიდას ზავის შემდეგ ერთხანს აღადგინა სპარტის ჰეგემონია საბერძნეთში. სპარტის სამეფოსთვის საჭირო სახსრების მოსაპოვებლად მონაწილეობა მიიღო ეგვიპტის დინასტიურ ომში მეფე ნექტანაბას მხარეზე. დიდძალი გასამრჯელოთი სამშობლოსკენ გამობრუნებული გზაში გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება]