შინაარსზე გადასვლა

მემფისი (ეგვიპტე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მემფისი და გიზის პირამიდები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ეგვიპტის დროშა ეგვიპტე
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii, vi
სია [1]
რეგიონი** არაბული ქვეყნები
კოორდინატები 29°50′40″ ჩ. გ. 31°15′03″ ა. გ. / 29.84444° ჩ. გ. 31.25083° ა. გ. / 29.84444; 31.25083
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1979  (მე-3 სესია)
ნომერი 86
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 86
ინგლ.რუს.ფრ.

მემფისი (არაბ. ممفس) — ანტიკური ქალაქი ძველ ეგვიპტეში, ქვემო ეგვიპტის ერთ-ერთი პირველი ნომის, ანებ-ჰეტჩის დედაქალაქი. მისი ნანგრევები დღეს თანამედროვე ქალაქ ჰელუანის სიახლოვეს მდებარეობს, კაიროს სამხრეთით.

ლეგენდის თანახმად, რომელიც უკავშირდება ქურუმ მანეთონს, ქალაქი ფარაონმა მენესმა დააარსა დაახლოებით ძვ. წ. 3000 წელს. ძველი სამეფოს პერიოდში ის ეგვიპტის დედაქალაქი იყო და წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს ქალაქს ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ანტიკურ ისტორიაში. მას ნილოსის დელტაში სტრატეგიული პოზიცია ეკავა. მემფისის მთავარ ნავსადგურთან განლაგებული იყო სახელოსნოები, ფაბრიკები და საწყობები, რომლებიც სურსათ-სანოვაგესა და სხვა საქონელს მთელი სამეფოს მასშტაბით ანაწილებდნენ. მის ოქროს ხანაში, მემფისი ყვაოდა როგორც რეგიონის სავაჭრო და რელიგიური ცენტრი.

ჰეროდოტეს ცნობით, მემფისიის გარშემო ფარაონმა მენესმა ააგო ჯებირი, რომელსაც უნდა დაეცვა ქალაქი ადიდებული ნილოსის წყლისაგან.[1]

მემფისის მფარველად მიიჩნეოდა ღმერთი პტა, ხელოსნების მფარველი. მისი დიდებული ტაძარი ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სტრუქტურა იყო. მისი სახელი ბერძნულად გამოითქმოდა როგორც Aί γυ πτoς (აი გი პტოს), ამიტომ ზოგიერთ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ აქედან იღებს სათავეს ქვეყნის თანამედროვე სახელი ეგვიპტე.

მემფისის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული მთლიანად ძველი ეგვიპტის ისტორიასთან. მისი დაცემის მიზეზად მიაჩნიათ ეკონომიკური მნიშვნელობის დაკარგვა გვიანდელ ანტიკურ ხანაში, როდესაც ეს ფუნქციები ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქმა ალექსანდრიამ გადაიბარა. მემფისის რელიგიური მნიშვნელობა ახ. წ. 380 წელს გამოსული თესალონიკის ედიქტის შემდეგ დაეცა.

ძველი დედაქალაქის ნანგრევები დღეს ცხადად ასახავს მის დიდებულ წარსულს. 1979 წლიდან, გიზის პირამიდების კომპლექსთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. არეალი საზოგადოებისთვის ღიაა, როგორც მუზეუმი ღია ცის ქვეშ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Herodot: Historien II. S. 99.