შინაარსზე გადასვლა

ეგვიპტის ოცდამეთერთმეტე დინასტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეგვიპტის ოცდამეთერთმეტე დინასტია
ეგვიპტე
აქემენიანთა იმპერიის სატრაპია (პროვინცია)

ძვ.წ. 343–ძვ.წ. 332

კიროს დიდის დროშა

{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
ეგვიპტის სატრაპია
დედაქალაქი არ არის მითითებული
მთავრობა მონარქია
ფარაონი
 -  ძვ.წ. 358 - 338 არტაქსერქსე III
 -  ძვ.წ. 338 - 336 არტაქსერქსეს IV
 -  ძვ.წ. 336 - 332 დარიოს III
ისტორიული ერა აქემენიანთა ერა
 -  არტაქსერქსეს მიერ დაპყრობა ძვ.წ. 343
 -  ალექსანდრეს მიერ დაპყრობა ძვ.წ. 332
დღეს ამ ტერიტორიაზე ეგვიპტის დროშა ეგვიპტე
ლიბიის დროშა ლიბია

ძველი ეგვიპტის დინასტიები

ეგვიპტის ოცდამეთერთმეტე დინასტია აგრეთვე ცნობილი როგორც მეორე ეგვიპტური სატრაპია ----- აქემენიანთა იმპერიის ერთ-ერთი პროვინცია ძვ.წ. 343 წლიდან ძვ.წ. 332 წლამდე იყო. რამდენიმეწლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ, რის დროსაც ეგვიპტეში სამსა დინასტიამ იმეფა (28-ე, 29-ე და 30-ე დინასტიები), არტაქსერქსე III-მ (ძვ.წ. 358 - ძვ.წ. 338) ხელახლა დაიპყრო ეგვიპტე და დაიწყო ეგვიპტეში სპარსელთა მეორე მმართველობა, რომელიც ეგვიპტის ოცდამეთერთმეტე დინასტიის სახელითაა ცნობილი.

ისტორიისთვის უცნობია თუ ვინ იყო ეგვიპტის სატრაპი არტაქსერქსე III-ის დროს, თუმცა ცნობილია, რომ დარიოს III-ის (ძვ.წ. 336 – ძვ.წ. 330) დროს ეს თანამდებობა საბასეს ეკავა, რომელიც ძვ.წ. 333 წელს ისოს ბრძოლაში გარდაიცვალა. საბაკე გარდაცვალების შემდეგ მაზასესმა ჩაანაცვლა. ძვ.წ. 332 წელს მაზასესმა ეგვიპტის სატრაპი ალექსანდრე მაკედონელს უბრძოლველად ჩააბარა. მას შემდეგ რაც სპარსეთის იმპერია დაეცა და აქემენიანთა მმართველობა დასრულდა, ეგვიპტი ალექსანდრეს იმპერიის სატრაპია გახდა და არგეადების დინასტიის მმართველობა დაიწყო. მოგვიანებით ალექსანდრეს იმპერიის დაშლის შემდეგ ეგვიპტე დამოუკიდებელ სამეფოდ ჩამოყალიბდა და მმართველობაში პტოლემეების დინასტია მოვიდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]