ნიანგი (ფარაონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიანგი (შენდიუ) — ეგვიპტის წინარედინასტიური ხანის მმართველი, რომელიც, შესაძლოა, ნაქადა III-ის პერიოდში მართავდა სამეფოს. რამდენიმე წარწერაში ფარაონის სახელი ძალიან დახრილად და მკრთალად წერია, რის გამოც მეფე ნიანგის არსებობა ეჭვს იწვევს. ფარაონის სამარხი უცნობია. მეფე ნიანგის არსებობის შესაძლებლობა დაფუძნებულია გიუნტერ დრიუერისა და ედვინ ვან დენ ბრინკის ესეებზე. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ფარაონი ნიანგი თარხანის რეგიონს მართავდა. დრიუერის მიხედვით, ფარაონ ნიანგის სახელი ჩნდება გამომწვარი გრუნტის შავი მელნის წარწერებში, რომლებიც აბიდოსში, სამარხ TT 1549-სა და სამარხ B-414-ში აღმოჩნდა. დრიუერი მცოცავ ნიანგს ხედავდა და წარწერას კითხულობდა, როგორც „შენდიუ“. ბრინკიც იმავეს ფიქრობდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Günter Dreyer: Horus Krokodil, ein Gegenkönig der Dynastie 0. In: Renee Friedman and Barbara Adams (Hrsg.): The Followers of Horus, Studies dedicated to Michael Allen Hoffman, 1949–1990 (Egyptian Studies Association Publication, vol. 2). Oxbow Publications, Bloomington (IN) 1992, ISBN 0946897441, p. 259-263.
  • Edwin van den Brink: The Nile Delta in Transition - from 4th - 3rd Millennium BC. Institute of Archaeology and Arabic Studies, Tel Aviv 1992, p. 28 - 35.