ნარმერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნარმერი
მენესი
ნარმერის ფილა (ახლო ხედი)
ნარმერის ფილა (ახლო ხედი)
ფარაონი
მეფობა ძვ.წ. XXXI საუკუნე (?) (I დინასტია)
წინამორბედი კა (სავარაუდოდ)
სკორპიონ II (შესაძლოა)
მემკვიდრე ჰორ აჰა
მეუღლეები ნეითჰოტეპი
შვილი/ები ჰორ აჰა (?)
დაიკრძალა ჩემბერს B17 და B18,
უმ ელ-ქააბი

ნარმერიძველი ეგვიპტის მეფე (ფარაონი) პირველი დინასტიიდან, რომელიც მეფობდა ადრედინასტიური პერიოდის დროს.[1] შესაძლოა ნარმერი ეგვიპტის სამეფო ტახტზე პროტოდინასტიური პერიოდის ფარაონების კას ან სკორპიონ II-ის შემდეგ ავიდა, ზოგიერთი ნარმერს ეგვიპტის გამაერთიანებლად და პირველი დინასტიის დამაარსებლად მიიჩნევს. შესაბამისად ნარმერი გაერთიანებული ეგვიპტის პირველი ფარაონი იყო.

ნარმერის ვინაობა დღემდე დავის თემად რჩება, მიუხედავად ამისა, ეგვიპტოლოგისტთა უმრავლესობა ნარმერს პირველი დინასტიის წევრ ფარაონთან მენესთან აიგივებს. მენესი ნარმერის მსგავსად ეგვიპტის გამაერთიანებლად და მის პირველ ფარაონად ითვლება.[2][3][4][5] ეს დასკვნა ეფუძნება ნარმერის ფილას, რომელშიც ნარმერი აღწერილია, როგორც ეგვიპტის გამაერთიანებელი, ასევე აბიდოსის სასაფლაოზე ორი სასაფლაო ბეჭედი გამოსახავს მას, როგორც პირველი დინასტიის პირველ ფარაონს. ნარმერი არის ყველაზე ადრეული პიროვნება, რომლის სახელიც ცნობილი და დამოწმებულია, თუმცა ფარაონი ირი-ჰორი ნარმერამდე ორი თაობით ადრე ცხოვრობდა.[6]

დაზუსტებით უცნობია თუ როდის დაიწყო ან დასრულდა ნარმერის/მენესის მმართველობა, იგი დაახლოებით ძვ.წ. 32-ე ან 31-ე საუკუნეების დროს მეფობდა, თუმცა თანამედროვე ეგვიპტოლოგიურ ლიტერატურაში მითითებულია, რომ ნარმერი/მენესი დაახლოებით ძვ.წ. 34-ე – 30-ე საუკუნეებს შორის მეფობდა.

მეფობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნარმერის ცნობილი ფილა 1898 წელს ქალაქ ჰიერაკონპოლისში ეგვიპტოლოგისტმა ჯეიმზ ქუიბელმა აღმოაჩინა, მასში ნარმერი აღნიშნულია, როგორც ზემო ისე ქვემო ეგვიპტის მმართველად, სწორედ აქედან იბადება თეორია, რომ მან ორივე სამეფო გააერთიანა და ერთიანი ეგვიპტის ფარაონი გახდა.[7][8] აღმოჩენიდან დღემდე ნარმერის ფილა დებატებს იწვევს, დღემდე გაურკვეველია ფილა ისტორიულ მოვლენას წარმოადგენდა თუ უბრალოდ სიმბოლური დატვირთვის იყო.[8][9][10][11] 1993 წელს გიუნტერ დრეიერმა აბიდოსში აღმოაჩინა ნარმერის ნიშანი (იარლიყი), რომელიც აღწერდა იგივე მოვლენას რაც ნარმერის ფილაზე იყო აღწერილი, ამ აღმოჩენით დადასტურდა, რომ ფილა ფაქტობრივად რეალურ ისტორიულ მოვლენას ასახავდა.[12]

დღემდე ეგვიპტოლოგებს შორის დავის თემად რჩება ნარმერის პიროვნება. ზოგი ეგვიპტოლოგის აზრით მენესი და ჰორ აჰა ერთი და იგივე პიროვნება იყო, რომელსაც ფარაონ ნარმერისგან უკვე გაერთიანებული ეგვიპტე მემკვიდრეობით ერგო.[13] ზოგის აზრით კი ნარმერმა ეგვიპტის გაერთიანება დაიწყო თუმცა ვერ დაამთავრა ან ნაწილობრივ გააერთიანა, მემკვიდრე ფარაონმა მენესმა კი მისი დაწყებული საქმე დაასრულა და ეგვიპტე საბოლოოდ (მთლიანად) გააერთიანა. არსებობს კიდევ ერთი შესაძლო თეორია, რომლის მიხედვითაც ნარმერი იყო ეგვიპტის იმ ფარაონის პირდაპირი მემკვიდრე (შთამომავალი), რომელმაც ეგვიპტე გააერთიანა (შესაძლოა ეს პიროვნება ფარაონი სკორპიონ II იყო, რომლის სახელიც ასევე იქნა აღმოჩენილი ჰიერაკონპოლისში), ნარმერმა კი უბრალოდ გამაერთიანებლის ტიტული მიიღო.[14]

აბიდოსში ნაპოვნი ფარაონების დენისა და კაას საფლავებზე აღმოჩეილ ბეჭდებზე აღნიშნულია, რომ ნარმერი იყო პირველი დინასტიის დამაარსებელი და ამავე დინასტიის პირველი ფარაონი, რომლის შემდეგაც ტახტზე ჰორ აჰა ავიდა. კაას ბეჭედზე ზუსტი თანმიმდევრობით არის აღნიშნული (ჩამოთვლილი) პირველი დინასტიის რვავე ფარაონი, აღნიშნული სია ფარაონ ნარმერის სახელით იწყება.[15] ამ ორი მეფეთა სიიდან არცერთში არ არის ნახსენები მენესის სახელი, აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის მონუმენტებზე ჩვეულებისამებრ გამოსახავდნენ ჰორის სახელს, მენესი კი პირადი სახელია.[16]

სავარაუდოდ ნარმერის მეუღლე იყო ქვემო ეგვიპტის პრინცესა ნეითჰოტეპი. წარწერები, რომლებშიც მისი სახელია ჩაწერილი ნარმერის პირდაპირი მემკვიდრის ჰორ აჰასა და ფარაონ ჯერის საფლავებზე იქნა აღმოჩენილი, წარწერების მიხევით ჰორ აჰა ნეითჰოტეპის შვილი იყო.[17]

ჰიპოთეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთიანი ეგვიპტი დამაარსებლად ტრადიციულად ითვლება მენესი. თუმცა არსებობს ხუთი ჰიპოთეზა მენესისა და ნარმერის პიროვნებების შესახებ:

  • მენესი - ნარმერის მემკვიდრეა, რომელმაც სამართავად მიიღო უკვე გაერთიანებული ეგვიპტე.
  • ნარმერი და მენესი - ერთიდაიგივე პიროვნებაა, ხოლო ჰორ აჰა მისი შვილი.
  • ეგვიპტის გაერთიანება ხანგრძლივი პროცესია, რომელიც დაიწყო ნარმერმა და დაასრულა მენესმა.
  • ეგვიპტის გაერთიანება დასრულდა ფარაონ ხასეხემუის დროს.
  • ნარმერმა ჩაახშო ქვემოეგვიპტური აჯანყება, ხოლო ეგვიპტის გამაერთიანებელია სკორპიონ II.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Anđelković, B (1995), The Relations Between Early Bronze Age I Canaanites and Upper Egyptians, Belgrade: Faculty of Philosophy, Center for achaeological Research, ISBN 86-80269-17-4.
  • Baines, J (1995), „Origins of Egyptian Kingship“, O’Connor, D; Silverman, DP, Ancient Egyptian Kingship, Leiden, New York, Cologne: EJ Brill, сс. 95–156, ISBN 90-04-10041-5.
  • Cervelló-Autuori, Josep (2005), "Was King Narmer Menes?", Archéo-Nil 15.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ტობი უილკინსონი (1999), ადრედინასტიური ეგვიპტე, ლონდონი, ნიუ-იორკი: Routlege; გვ. 67
  2. ალან ლოიდი (1994) ჰეროდოტე: წიგნი, ლეიდენი: Brill Publishers; გვ. 7, ISBN 90-04-04179-6
  3. იორვერთ ედვარდსი (1971), ადრედინასტიური პერიოდი ეგვიპტეში, კემბრიჯი: Cambridge University Press; გვ. 13
  4. იოზეფ სერველო-აუტუორი (2003), ნარმერი, მენესი და ბეჭდები აბოდოსიდან, კაირო: The American University in Cairo Press; გვ. 174
  5. თომას ჰიგი (2014), ვინ იყო მენესი?, ჟურნალი: Archeo-Nil; გვ. 59–92
  6. კრისტიან რადერი (2014), დათაკლიზმი: ვინ ვართ ჩვენ, S.l.: Crown; გვ: 22, 252;, ISBN 978-0-385-34737-2
  7. ჯეიმზ ქუიბელი (1898), ფილა ჰიერაკონპოლისიდან, ჟურნალი: Zeitschrift für ägyptische Sprache und Altertumskunde; გვ. 81–84
  8. 8.0 8.1 ალან გარდინერი (1961), ფარაონების ეგვიპტე, ოქსფორდი: Oxford University Press; გვ. 403–404
  9. იორვერთ ედვარდსი (1971), ძველი ეგვიპტე: ეგვიპტის კულტურა და ცივილიზაცია ხუთი ათასი წლის წინ, ლონდონი: Penguin Books; გვ. 41–43
  10. ჯონ ბეინსი (1995), ძველი ეგვიპტის სამეფო, ნიუ-იორკი: EJ Brill; გვ. 117, ISBN 90-04-10041-5
  11. დევიდ ო'კონორი (2011), ნარმერის ფილა: ახალი ინტერპრეტაცია, ჩიკაგო: Oriental Institute of the University of Chicago, ISBN 978-1-885923-82-0
  12. გიუნტერ დრეიერი (2000), ეგვიპტის ადრეული მოვლენები, ჟურნალი: Egyptian Archaeology; გვ. 6–7
  13. ბეატრის მიდანტ-რეინისი (2000), ეგვიპტის პრეისტორია, გვ. 243–250
  14. ალან შულმენი (1991-1992), ნარმერი და გაერთიანება: რევიზიონისტული ხედვა, გვ. 85
  15. იოზეფ სერველო-აუტუორი (2005), იყო თუ არა მეფე ნარმრი მენესი?, გვ. 31–37
  16. ს. საიდლმაიერი (2010), ეგვიპტის სახელმწიფოს აღზევება მეორე დინაასტიისთვის, გვ. 25
  17. ჯოის ტაილდსლი (2006), ეგვიპტის დედოფლების ქრონიკები, ლონდონი: Thames & Hudson, გვ. 26–29
ნარმერი
წინამორბედი:
კა ან სკორპიონ II
   ეგვიპტის ფარაონი   
ძვ.წ. XXXI ს. (?)
შემდეგი:
ჰორ აჰა