ხასეხემუი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხასეხემუის ქანდაკება.

ხასეხემუიძველი ეგვიპტის მეორე დინასტიის უკანასკნელი ფარაონი. მისი მმართველობით სრულდება ადრეული სამეფო.

ითვლება, რომ ხასეხემუი გამეფდა ფარაონ სეხემიბის სიკვდილის შემდეგ, რომელიც შესაძლოა იყოს როგორც სეთ-პერიბენი. სამეფო წარწერები ითვლიან ასევე ერთ ფარაონს ხასეხემს. სეხემიბის, სეთ-პერიბსენის და ხასეხემუის მეფობის შუალედებს შორის, თუ გავითვალისწინებთ სახელების ხასეხიმის და ხასეხემუის მსგავსებას და იმ ფაქტს, რომ ხასეხემის საფლავი არ არის აღმოჩენილი, შესაძლოა ჩაითვალოს ხასეხემი და ხასეხემუი ერთ პიროვნებად. ხასეხემმა რაც ნიშნავს „კვერთხით გაბრწყინებული“ შესაძლოა თავისი სახელი შეცვალა ხასეხემუით რაც ნიშნავს „ორი კვერთხით მბრწყინავს“, ეგვიპტის შიდა სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ხასეხემუიმ დაამარცხა და ტახტიდან ჩამოაგდო ფარაონი სეთ-პერიბსენი ნუბიაზე გამარჯვების შემდეგ.

ხასეხემუი გამოირჩეოდა ასევე სხვადასხვა გამარჯვებებით. მან დატოვა რამდენიმე მონუმენტი, რომელიც ამტკიცებს ქვემო ეგვიპტის გამარჯვებას ზემო ეგვიპტეზე. დელტაზე მომხდარი ამბოხება ხასეხემუიმ მკაცრად ჩაახშო, რა დროსაც დაიღუპა 48 205 ადამიანი და 47 209 კი დაატყვევეს. ხასეხემუიმ ორ ქვის ჭურჭელზე წარმოადგინა ზემო ეგვიპტის ქალღმერთ ნებეხტის მიერ ზემოეგვიპტური გვირგვინის მასზე გადაცემის სცენა, ნიშნად ზემო და ქვემო ეგვიპტის მიწების გაერთიანებისა. იქვე იკითხება წარწერა „ქვემო ეგვიპტის დამარცხების წელი“.

ხასეხემუიმ კვლავ გააერთიანა ზემო და ქვემო ეგვიპტე მთლიან სახელმწიფოდ. მისი სახელიც ,,ორი კვერთხით მბრწყინავი“ სავარაუდოდ უნდა ნიშნავდეს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შერიგებას, ამიტომ ფარაონ ხასეხემუის სერეხი გაჯერებულია ორივე მიწის მფარველი ღვთაებებით: ჰორით და სეთით. არც ამ ფარაონამდე და არც მის შემდეგ ასეთ შინაარსის სიმბოლოები არ გამოყენებულა. ხასეხემუის სიკვდილის შემდეგ სამეფო სერეხებიდან მაშინვე წაიშალა ღვთაება სეთის სახელი. რამდენიმე ეგვიპტოლოგი თვლის, რომ ხასეხემუი იყო ძველი ეგვიპტის ჭეშმარიტი გამაერთიანებელი და არა ფარაონები მენესი და ნარმერი ან მეფე სკორპიონი.

ხასეხემუის მეფობის დროს უკავშირდება ეგვიპტეში მეტალურგიის განვითარება, ამაზე მეტყველებს პალერმოს ქვის წარწერა სპილენძის სტატუის დამზადების შესახებ რომელზეც ეწერა „უმაღლესი ხასეხემუი“. ხასეხემუიმ ასევე სხვადასხვა ნაკეთობებით გაამდიდრა ნეხენისა და აბიდოსის ციხესიმაგრეები. მისი სახელიანი ჭურჭელი ნაპოვნია ბიბლეში, რაც მეტყველებს ეგვიპტესა და ფინიკიას შორის სავაჭრო ურთიერთობებზე.

ხასეხემუი დაკრძალულია აბიდოსში, ადგილობრივ ნეკროპოლში უმ-ელ-ქააბაში. მან თავის საფლავის გასაკეთებლად გამოიყენა არამარტო მზეზე გამომწვარი აგურები, არამედ ქვის ბლოკებიც. მისი განსასვენებელი შედგებოდა 58 ოთახისაგან, რომელიც განლაგებული იყო ცენტრალური ქვის ჩასასვენებელის გარშემო. სავარაუდოა, რომ ხასეხემუი იყო მეორე დინასტიის უკანასკნელი ფარაონი, რადგან არის მონაცემები მის ცოლზე დიდ დედოფალ ნიმაათაპზე, რომელიც იყო მესამე დინასტიის დამფუძნებელ ფარაონ ჯოსერის დედა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • Toby Wilkinson, Royal Annals of Ancient Egypt: The Palermo Stone and Its Associated Fragments, (Kegan Paul International), 2000

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]