მერენრა II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მერენრა II-ის კარტუში აბიდოსიდან.

მერენრა IIძველი ეგვიპტის ფარაონი და მეექვსე დინასტიის მმართველი ძვ.წ. 2219-2218 წლებში. ფარაონ პეპი II-ისა და დედოფალ ნეიტის შვილი. დედოფალ ნიტოკრისის ძმა და ქმარი.

ტურინის პაპირუსის მიხედვით იგი მმართველი იყო წელიწადი და ერთი თვე. ძნელია ითქვას რა იყო მისი ხანმოკლე მმართველობის მიზეზი. შესაძლოა მერენრა II გარდაიცვალა ავადმყოფობით, თუმცა, გამორიცხული არაა, რომ იგი სახელმწიფო გადატრიალებისას მოკლეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Peter Clayton, Chronicle of the Pharaohs: The Reign-by-Reign Record of the Rulers and Dynasties of Ancient Egypt, Thames & Hudson. 2006
  • Ryholt, Kim. "The Late Old Kingdom in the Turin King-list and the Identity of Nitocris", Zeitschrift für ägyptische, 127, 2000