ნექტანებ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნექტანებ I
"ნეხტნებეფი"
ნექტანების სპინქსი ლუქსორის ტაძრის შესასვლელთან
ნექტანების სპინქსი ლუქსორის ტაძრის შესასვლელთან
ფარაონი
მეფობა ძვ.წ. 380–362 (30-ე დინასტია)
თანამმართველი ტახოსი
(ძვ.წ. 365-362)
წინამორბედი ნეფერიტ II
მემკვიდრე ტახოსი
შვილი/ები ტახოსი
დჯაჰეპიმუ

ნექტანებ Iძველი ეგვიპტის ფარაონი და ეგვიპტის მკვიდრ ფარაონთა უკანასკნელი ეგვიპტის ოცდამეათე დინასტიის დამაარსებელი. ძვ.წ. 380 წელს ნექტანებმა ტახდიდან ჩამოაგდო და მოკლა ფარაონი ნეფერიტ II, მისი ტახტზე ასვლის შემდეგ დაიწყო ეგვიპტელ მეფეთა უკანასკნელი დინასტიის მმართველობა. როგორც ჩანს ნექტანებმა მეფობის უმეტესი წლები სპარსელებისაგან სამეფოს დაცვას შეალია, სამეფოს დაცვვის მიზნით მან ათენთან და სპარტასთან კავშირიც კი შეკრა.

იგი ცნობილია, როგორც დიდი მშენებელი. მან ხანგრძლივი და სტაბილური 18 წლიანი მეფობის დროს აღმართა უამრავი ტაძარი და მონუმენტი. მთელი ეგვიპტის მასშტაბით მან აღადგინა უამრავი დანგრეული ტაძარი. მან ასევე კუნძულ ფილიზე აღმართა პატარა კიოსკი, რომელიც ძველი ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური ძეგლი გახდა. ნექტანებ I წარმოშობით ქალაქ სებენიტიდან იყო, რის გამოც გამეფების შემდეგ პირადი რეზიდენცია სწორედ ქალაქ სებენიტში დაიდო. ძვ.წ. 365 წლიდან ნექტანებმა უფროსი ვაჟი ტახოსი თანამმართველად დანიშნა, ისინი სამეფოს ძვ.წ. 362 წლამდე მართავდნენ. ძვ.წ. 362 წელს ნექტანებ I გარდაცვალების შემდეგ ტახტე მისი ვაჟი ტახოსი ავიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ნეფერიტ II
 ეგვიპტის ფარაონი 
ძვ.წ. 380 – ძვ.წ. 362
შემდეგი:
ტახოსი