მენესი
Jump to navigation
Jump to search
მენესი იეროგლიფებში | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
მენესი — ისტორიული ტრადიციით, ძველი ეგვიპტის მეფე (ძვ. წ. XXX ს.). ჰეროდოტესა და მანეთონის მიხედვით, პირველი დინასტიის პირველი ფარაონი. ძვ.წ IV-III საუკუნის ჟამთააღმწერლის მანეთონის თქმით, ეგვიპტის ისტორიაში უდიდესი მეომარი და ენერგიული ადმინისტრატორი ყოფილა, რომელმაც შეძლო ნუბიელების დამორჩილება. გააერთიანა ზემო და ქვემო ეგვიპტე; მათ საზღვარზე დააარსა სამეფო რეზიდენცია მემფისი. იმეფა დიდხანს. მისი მეფობის დროს დასრულდა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის ხანგრძლივი პროცესი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 573.
- ჰიგი, თომას კ. (2014), "ვინ იყო მენესი?", Archeo-Nil 24: 59–92, http://www.narmer.org/menes (ინგლისური)
|