ნეფერკარა VIII

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფარაონი
მეფობა დაახ. ძვ.წ. 2130 - 2040 წწ. (X დინასტია)
წინამორბედი მერიჰათორი
მემკვიდრე ვაჰკარე ხეთი

ნეფერკარა VIIIძველი ეგვიპტის მეათე დინასტიის მეორე ფარაონი (დაახლოებით ძვ. წ. 2130-2040), პირველი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში[1].

იგი თავის თავს VI დინასტიის ფარაონის, პეპი II ნეფერკარას ლეგიტიმურ მემკვიდრედ მიიჩნევდა. მას ჰყავდა ბევრი მოსახელე მეშვიდე და მერვე დინასტიებში. იგი სავარაუდოდ იყო მერვე მეფე. აქედან გამომდინარე ეწოდა მას VIII, თუმცა, მისი ზოგიერთი წინამორბედი არის წოდებული როგორც ნეფერკარა (მაგალითად ნეფერკარა ტერერუ და ნეფერკარა ხენდუ[2]). მისი მეფობა დასტურდება მხოლოდ და მხოლოდ ტურინის მეფეთა სიაში, მას შემდეგ, რადგან ვერცერთმა არქეოლოგმა ვერ აღმოაჩინა მის შესახებ რაიმე. საეჭვოა, რომ ნეფერკარა VIII და ამოუცნობი მეფე კა-ნეფერ-რა, რომლებიც მოხსენიებულნი არიან ნომარქ ანხტიფის სამარხში, არის ერთი და იგივე პიროვნება. გარკვეულწილად სავარაუდოა, რომ კა-ნეფერ-რა იყოს მეცხრე დინასტიის ფარაონი ნეფერკარა VII[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. William C. Hayes, in The Cambridge Ancient History, vol 1, part 2, 1971 (2008), Cambridge University Press, ISBN 0-521-077915, p. 996.
  2. 2.0 2.1 William C. Hayes, op. cit., p. 466.


ნეფერკარა VIII
წინამორბედი:
მერიჰათორი
   ეგვიპტის ფარაონი   
დაახ. ძვ.წ. 2130 - 2040 წწ.
შემდეგი:
ვაჰკარე ხეთი