სნეფრუ
იერსახე
| სნეფრუ | |
|---|---|
|
| |
| ეგვიპტის ფარაონი | |
| მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 2723 |
| მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 2563 |
| წინამორბედი: | ჰუნი |
| მემკვიდრე: | ხეოფსი |
| დინასტია: | IV დინასტია |
სნეფრუ — IV დინასტიის პირველი ფარაონი ძველ ეგვიპტეში. მართავდა დაახლ. ძვ. წ. 2613-ძვ. წ. 2589 წლებში.
ისტორიაში შევიდა როგორც პირამიდების მშენებელი. მას მიაწერენ 2 თუ 3 პირამიდის აშენებას (მედუმის პირამიდა, „გაბზარული პირამიდა“ და შესაძლოა, დაშურის „წითელი“ პირამიდაც). მის დროს ეგვიპტე ძლიერი სახელმწიფო იყო. ტურინის პაპირუსის მიხედვით სნეფრუ ეგვიპტეს 24 წელი მართავდა, ხოლო მანეთონის მიხედვით – 29 წელი. აწყობდა მძარცველურ ლაშქრობებს ნუბიაში, აზიაში. ფართო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა პალესტინასთან. შუა სამეფოს პერიოდის ლიტერატურა და გვიანდელი ტრადიცია სნეფრუს წარმოადგენს, როგორც ბრძენ მმართველს და უპირისპირებს შვილისა და მემკვიდრის – ხეოფსის დესპოტურ მმართველობას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 446.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||