შეპსესკარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შეპსესკარაძველი ეგვიპტის ფარაონი. მიეკუთვნება V დინასტიას. ქვეყანას მართავდა ძვ. წ. 2465-2460 წლებში.

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი შეპსესკარა შემონახულია საქარის ფარაონთა სიაში; იგი მოთავსებულია ნეფერირკარასა და ნეფერეფრას სახელებს შორის. აბიდოსის სიაში მისი სახელი არ არის ნახსენები. ჩანს, რომ მას მანეთონი უწოდებდა სისირესომს და ამბობდა რომ იგი 7 წლის განმავლობაში მეფობდა.

ტურინის სამეფო სია ასევე ამტკიცებს მისი მმართველობის 7 წელს. მართალია, ტურინის პაპირუსზე არ არის მისი სახელი ნახსენები, ცნობილია მხოლოდ მისი მმართველობის რამდენიმე წელი. ცალსახად თუ ვიმსჯელებთ მცირე რაოდენობის წარწერებზე, რომელებიც დარჩენილია ამ მეფის მმართველობის შესახებ მის უცნობ პირამიდაზე, წარმოშობს ეჭვს, რომ ამ ფარაონის მმართველობა არ აღემატებოდა ერთ წელზე მეტს. მართლაც, ორი ცილინდრული და რამდენიმე თიხის ბეჭედი, რომლებიც აღმოჩენილია სავარაუდოდ აბიდოსში, ყველაფერია რაც ამ ფარაონის შესახებ არის შემონახული. ბეჭდები მისი ჰორის სახელით აღმოჩენილია 1982 წელს, ნეფერეფრას ტაძრის ნაწილში, რომლის მშენებლობა არ დასრულებულა ნეფერეფრას სიცოცხლეში. აქედან გამომდინარეობს, რომ შეპსესკარა შესაძლოა ქვეყანას მართავდა ნეფერეფრას შემდეგ.

თავის V დინასტიის დიდგვაროვანთა ჩამონათვალში ხაუ-პტაჰი, ფარაონთა უწყვეტ სიაში, რომელსაც იგი ემსახურებოდა ჩამოთვლის საჰურას, ნეფერერკარას, ნეფერერფასა და ნიუსერა.ს როგორც ჩვენ ვხედავთ, შეპსესკარა საერთოდ არ არის მხსენიებული ნეფერირკარასა და ნისერას შორის, რასაც მივყავართ იმ აზრამდე, რომ ის უფრო გვიანი პერიოდის ფარაონია. გამონაკლისის შემთხვევაში მმართველობდა ისე მოკლე ხანს, რომ მისი თანამედროვეების მეხსიერებაში მისი მმართველობის პერიოდი არ დარჩა.

შეპსესკარას პირამიდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეპსესკარას მიეწერება დაუმთავრებელი პირამიდა სახურის სამხრეთ პირამიდებში. არცერთ მოცემულ მტკიცებულებაში ეს პირამიდა არ ფიგურირებს. ასეთ პირამიდას რამდენიმე ისტორიკოსი მიაწერს მენკაუჰორსაც და V დინასტიის კიდევ ერთი ფარაონის პირამიდას, რომელიც ასევე არ არის იდენტიფიცირებული. ამ პირამიდების მშენებლობის პროცესი იქნა შეწყვეტილი ზუსტად მისი დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ფაქტობრივად, უბრალოდ გაითხარა და გაიჭრა ადგილი ამ პირამიდებისთვის. მიწისქვეშა გასამაგრებელი სამუშაოები საწყის ეტაპზევე შეჩერდა. იმდროინდელი თანამედროვე ისტორიკოსების ცნობებზე დაყრდნობით, მენხაურას პირამიდის მშენებლობა სავარაუდოდ დამთავრდა და მათივე ვარაუდით იგი მდებარეობდა საქარაში ან დახშურში.

ტრადიციულად შეპესკარას მმართველობა მოთავსებულია ფარაონ ნეფერირკარა-კაკაისა და ნეფერეფრას შორის. ცალსახად, ზემოთ აღიშნულიდან გამომდინარე წარმოიქმნება ურთიერთგამომრიცხავი ჰიპოთეზები ამ ფარაონზე: ამ ჰიპოთეზის თანახმად შეპსესკარას მმართველობა არ უსწრებს წინ ნეფერეფრას, არამედ იყო მისი მემკვიდრე. შეპესკარა შესაძლოა იყო საჰურას შვილი, რომელმაც ხელში ჩაიგდო ძალაუფლება ნეფერეფრას გარდაცვალების შემდეგ. სავარაუდოდ, მან განახორციელა ქორწინება ნიმაათაპ II-სთან. ერთი მხრივ, შეპსესკარამ ვერ გაუძლო ძვრებს მის ცხოვრებაში და რამდენიმე ხნის შემდეგმ მართველობა გადაეცა ნიუსერას, ნეფერერას უმცროს ძმას და ნეფერირკარას შვილს რომელიც მას დედოფალ ხენტკაუს II-სგან ჰყავდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Miroslav Verner, Archaeological Remarks on the 4th and 5th Dynasty Chronology, Archiv Orientální, Volume 69: 2001

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]