ანეჯიბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფარაონ ანეჯიბის გამოსახულება კლდეზე

ანეჯიბი (აჯიბი)ძველი ეგვიპტის ადრეული სამეფოს ფარაონი I დინასტიიდან. ქვეყანას მართავდა 9 ან 26 წელი, ძვ. წ. XXX საუკუნეში. მისი სახელი ითარგმნება როგორც „მისი გულის მფარველი“ ან „ერთიანი გული“. მისი პირადი სახელი ცნობილია აბიდოსის სიის მიხედვით და ეწოდება მერიბიაპუ, საკარის სიის მიხედვით ეწოდება მერიბიაპენი, ტურინის პაპირუსის მიხედვით - მერიგერეგპენი, ხოლო მანეთონი მის ბერძნულ ვარიანტს გვთავაზობს და მიებისს უწოდებს.

ამ ფარაონის მმართველობის შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. ანეჯიბის აკლდამა მდებარეობს სხვა ფარაონების აკლდამებთან ერთად აბიდოსში, მისი სამარხი ყველაზე ცუდად არის შენახული, თუმცა გამოირჩევა მასშტაბებით და აგებულია აგურით. მის სამარხში აღმოაჩინეს ქვის ჭურჭელი. მანეთონი ამტკიცებდა, რომ მან 26 წელი იმეფა. თუმცა სხვა წარწერები გვამცნობენ, რომ ფარაონმა 9 არასრული წელი იმეფა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]