ნაპატა
იერსახე
| ნაპატა | ||||
|---|---|---|---|---|
|
npt | ||||
|
| ||||
| სტატუსი | უცნობი | |||
| ქვეყანა |
| |||
| პერიოდები | ძველი ეგვიპტე, ქუშის სამეფო | |||
![]() | ||||
ნაპატა — ძველი ქალაქი სუდანში. მდებარეობდა ნილოსის მე-4 ჭორომებთან ახლოს და ძვ. წ. XV საუკუნიდან ეგვიპტის სასაზღვრო სადგური იყო, მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქი ეგვიპტე-სუდანის გზაზე. ძვ. წ. VIII – ძვ. წ. VI საუკუნეებში ნუბიის (ქუშის) სახელმწიფოს დედაქალაქი. ნაპატაში იყო ქვეყნის უზენაესი ღვთაების ამონის ტაძარი, ქალაქის მახლობლად კი (ნური და ელ-კურუ) სამეფო ნეკროპოლები იყო განლაგებული. დედაქალაქის მეროეში გადატანის შემდეგ ნაპატა ქვეყნის რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. ძვ. წ. 24 წელს რომაელებმა დაანგრიეს. XX საუკუნის I ნახევარში ნეპატის არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა ამერიკელი არქეოლოგი ჯორჯ რეისნერი.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ნაპატა // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 314.
