ნეფერჰოტეპ III
იერსახე
ნეფერჰოტეპ III | |
---|---|
ფარაონი | |
მეფობა | ძვ.წ. 1629 - 1628 წწ. (XVI დინასტია) |
წინამორბედი | სობეხოტეპ VIII |
მემკვიდრე | მენტუჰოტეპ VII |
სეხემრე სანხტავი ნეფერჰოტეპ III იხერნოფრეტი — ძველი ეგვიპტის მეფე (ფარაონი) მეთექვსმეტე დინასტიიდან, რომელიც მეფობდა მეორე გარდამავალი პერიოდის დროს. კიმ რაიჰოლტისა და დერელ ბეიკერის მიხედვით ნეფერჰოტეპ III მეთექვსმეტე დინასტიის წევრი იყო და სამეფო ტახტზე სობეხოტეპ VIII-ის შემდეგ ავიდა. ტურინის მეფეთა სიის მიხედვით ნეფერჰოტეპ III მხოლოდ ერთი წლის მანძილზე მეფობდა, სავარაუდოდ მისი მმართველობა დაიწყო ძვ.წ. 1629 წელს და დასრულდა ძვ.წ. 1628 წელს. ფონ ბეკერათის მიხედვით კი ნეფერჰოტეპ III მეცამეტე დინასტიის ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი იყო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფარაონი ნეფერჰოტეპ III[მკვდარი ბმული]
- ძველი ეგვიპტე, ნეფერჰოტეპ III
- სეხემრე სანხტავი ნეფერჰოტეპ III
- ეგვიპტის მეთექვსმეტე დინასტია
ნეფერჰოტეპ III დაიბადა: ?? გარდაიცვალა: ??
| ||
წინამორბედი: სობეხოტეპ VIII |
ეგვიპტის ფარაონი ძვ.წ. 1629 - 1628 წწ. |
შემდეგი: მენტუჰოტეპ VII |
|