ირი-ჰორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ირი-ჰორი იგივე რო (როგორც მას ფლინდერს პეტრი კითხულობს) — ქვემო ეგვიპტის პრედინასტიური ფარაონი ძვ.წ. 32-ე საუკუნეში. ბოლო დრომდე, ირი-ჰორის სახელის წაკითხვა და არსებობა ეგვიპტოლოგ ტონი ტობი ვილკინსონთან სადავო იყო. 1980-1990-იანი წლების აბიდოსი-ის გათხრებითა და სინას ნახევარკუნძულზე აღმოჩენილ წარწერით ირი-ჰორის ნამდვილობა დადასტურდა.ირი-ჰორი სახელით ცნობილი უძველესი ეგვიპტელია, შესაძლოა, უძველესი პიროვნება, ვისი სახელიც ვიცით. ირი-ჰორი მართავდა აბიდოსს (ეგვიპტის ერთ-ერთ ქალაქს) და დასაფლავებულია ნეკროპოლისში უმ-ელ-ქააბთან ახლოს, კას, ნარმერისა და ძველი ეგვიპტის პირველი დინასტიის ფარაონებთან ერთად. მისი ვინაობა ცნობილია უხეშად ამოტვიფრული წარერიდან, რომელიც ამოკაწრულია ჭურჭელზე. მისი სახელი ითარგმნება, როგორც „ჰორთან დაკავშირებული“ ან „ჰორის ამხანაგი“.

არტეფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს 27 ძეგლი, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი, რომელიც დაკავშირებულია ირი-ჰორის მმართველობის პერიოდთან.

  • 1. სახელი ირი-ჰორი ქალაქ იერაკონპოლის რაიონიდან მომდინარეობს.
  • 2-10. ძეგლები აღმოჩენილია ფლიდერსონ პიტის მიერ უმ-ელ-ქააბის აბიდოსის ნეაკროპოლისში, საფლავ B1-ში.
  • 11-18. ძეგლები მოძიებულია გერმანელი არქეოლოგის მიერ საფლავ B2-ში. ერთ-ერთი ძეგლი ინახავს წარწერას გადასახადის შესახებ, რომელიც დააწესა ირი-ჰორმა. ეს იყო პირველი საგადასახადო სისტემა ძველ ეგვიპტეში.
  • 19. ძეგლები მოპვებულია ასევე ფლინერსერის არქეოლოგიური გათხრებით „ნეკროპოლის-B-ში“.
  • 21. ძეგლები მოპოვებულია მიშნატში, ნილოსის დელტაში.
  • 22-26. ძეგლები აღმოჩენილია უმ-ელ-ქააბში, 90-იან წლებში.
  • 26-27. ირი-ჰორის სახელობის ღვინის ჭურჭელი აღმოჩენილია ტელ-ელ-ფარკჰაში, აღმოსავლეთის დელტასთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Rainer Albertz: Räume und Grenzen: Topologische Konzepte in den antiken Kulturen des östlichen Mittelmeerraums. Utz, München 2007, ISBN 3-8316-0699-4
  • Winfried Barta und Jochem Kahl: Studien zu Altägyptischen Kultur. Helmut Buske, Hamburg 1994, ISSN 0340-2215
  • Toby Wilkinson «Early Dynastic Egypt» (1999), Routledge