დანიელე დე როსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დანიელე დე როსი
De rossi in Nazionale.jpg
დე როსი იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 2011 წელს.
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Daniele De Rossi[1]
დაბადების
თარიღი
24 ივლისი, 1983 (1983-07-24) (35 წლის)
დაბადების
ადგილი
რომი, იტალია
სიმაღლე 184 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე კლუბი
რომა
ნომერი 16
ახალგაზრდული კარიერა
1997–2000 ოსტია მარე
2000–2001 რომა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2001– რომა 434 (41)
ეროვნული ნაკრები
2001 იტალია 19 წლ. 3 (2)
2002 იტალია 20 წლ. 4 (0)
2003–2004 იტალია 21 წლ. 16 (3)
2004–2017 იტალია 117 (21)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 15:39, 7 მაისი, 2013
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 18:49, 19 ივნისი, 2013

დანიელე დე როსი[2][3] (იტალ. Daniele De Rossi; დ. 24 ივლისი, 1983, რომი) — იტალიელი ფეხბურთელი, იტალიის სერია A-ს კლუბ „რომას“ ნახევარმცველი და ვიცე-კაპიტანი, მეტსახელით მომავალი კაპიტანი (იტალ. Capitan Futuro).[4]

„რომასთან“ ერთად დე როსის მოგებული აქვს იტალიის თასი ორჯერ და სუპერთასი 2007 წელს. 2006 წელს დაასახელეს სერია A-ს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად და 2009 წელს — იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად.

დე როსის უთამაშია იტალიის 19 წლამდე, 20 წლამდე, 21 წლამდე და ეროვნულ ნაკრებებში. მან იტალიის ნაკრებთან ერთად მოიგო 2006 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი, ასევე მონაწილეობდა 2008 წლის ევროპის ჩემპიონტზე, 2009 წლის ფიფას კონფედერაციის თასზე და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დე როსი „რომაში“

დე როსი „რომას“ შეუერთდა ოსტია მარედან, სადაც ის თამაშობდა, როგორც თავდამსხმელი, 2000 წლამდე. მისი დებიუტი რომას შემადგენლობაში შედგა 2001 წლის 10 ოქტომბერს ბელგიაში ანდერლეხტის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე. სერია A-ში მისი დებიუტი შედგა 2003 წლის 25 იანვარს კომოს წინააღმდეგ. პირველი გოლი სერია A-ში გაიტანა 2003 წლის 10 მაისს ტორინოს წინააღმდეგ.

2006 წლის მარტში დე როსი შეაქო რეფერიმ მაურო ბერგონციმ სამართლიანი თამაშისთვის.[5] სერია A-ს ტურის მორიგ მატჩში რომა უგებდა მესინას (1-0), როცა დე როსიმ გაიტანა გოლი ხელით, ბერგონციამ ვერ დაინახა ეს მომენტი. დე როსიმ უთხრა რეფერის, რომ ხელით გაიტანა გოლი და არ იყო ჩასათვლელი. რომამ ის მატჩი მოიგო 2-1.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დე როსიმ სანაკრებო კარიერა დაიწყო იტალიის ასაკობრივ ნაკრებებში. ის მონაწილეობდა ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე. იმავე წელს მიიღო მონაწილეობა 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც იტალიის ნაკრები დაეუფლა ვერცხლის მედლებს. რამდენიმე კვირაში კი დე როსი გამოიძახეს იტალიის ეროვნულ ნაკრებში. მისი დებიუტი შედგა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ (2-1), 21 წლის ასაკში.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დე როსი იტალიის ნაკრებში თამაშობს 2006 წლიდან. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩში აშშ-ს წინააღმდეგ დე როსიმ მიიღო წითელი ბარათი, ბრაიან მაკბრაიდისთვის სახეში იდაყვის ჩარტყმის გამო. მოგვიანებით დე როსიმ ჩადენილისთვის მოუბოდიშა მაკბრაიდს. დე როსიმ მიიღო ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაჯარიმდა 10,000 შვეიცარული ფრანკით.[6]

ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, დე როსიმ ითამაშა ფინალში საფრანგეთის წინააღმდეგ. თამაშში ჩაერთო 61-ე წუთზე თანაგუნდელ ფრანჩესკო ტოტის ნაცვლად. მან გაიტანა მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში (ძირ. დრო 1-1), რითიც დაეხმარა მის გუნდს მსოფლიო თასის დაუფლებაში.

ევრო 2008[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დე როსი თამაშობდა იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2008-ს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში, გაიტანა გოლი საქართველოს ნაკრების კარში. მას გადაეცა 10-ნომრიანი მაისური ტოტის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ. ის სამ მატჩში იყო ნაკრების კაპიტანი: ორ ამხანაგურ მატჩში სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ 2007 წლის 17 ოქტომბერს, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ 2008 წლის 6 თებერვალს და ევრო 2008-ს შესარჩევ მატჩში ფარერების წინააღმდეგ. ევრო 2008-ს მატჩში დე როსიმ გაიტანა საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ და გაიმარჯვა იტალიამ, ანგარიშით 2-0. ეს იყო მისი მე-5 სანაკრებო გოლი, რომელიც დაეხმარა მის გუნდს მეოთხედფინალში გასვლაში. მეოთხედფინალში ვერ გაიტანა პენალტების სერიაში ესპანეთის წინააღმდეგ, მისი დარტყმული იკერ კასილასმა მოიგერია და იტალიის ნაკრებმა წააგო 4-2. მან პირველი დუბლი ნაკრების მაისურით შეასრულა საქართველოს წინააღმდეგ, 2008 წლის 10 სექტემბერს.

2009 წლის კონფედერაციის თასი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის კონფედერაციის თასზე, 15 ივნისს, დე როსიმ გაიტანა აშშ-ს ნაკრების კარში შორეული დარტყმით, 71-ე წუთზე. იტალიის ნაკრებმა გაიმარჯვა 3-1. მიუხედავად ამ გამარჯვებისა, იტალიის ნაკრები 3 ქულით მესამე ადგილზე გავიდა ჯგუფში და გამოეთიშა ასპარეზობას.

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დე როსიმ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა პარაგვაის ნაკრების კარში, ანგარიში გახდა 1–1.[7] მეორე მატჩში გაიტანა პენალტი ახალი ზელანდიის კარში. მატჩი დასრულდა ფრედ, 1-1.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დე როსი არის რომას ყოფილი მოთამაშის და მწვრთნელის, ალბერტო დე როსის შვილი. დე როსი დაქორწინდა თავისი ქალიშვილის, გაიას დედაზე — ტამარა პისნოლიზე, 2006 წლის 18 მაისს. 2009 წელს დაშორდნენ ერთმანეთს.

დე როსის ორი სეზონის განმავლობაში ეცვა 27-ნომრიანი მაისური რომაში. შემდეგ გადავიდა 4-ნომრიან მაისურზე. ასევე 4-ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. მისი ქალიშვილი დაიბადა 2005 წლის 16 ივნისს, ამის გამო 2005-06 წლების სეზონშა თამაშობდა 16-ნომრიანი მაისურით.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამარჯვებულები
მეორე ადგილი

საერთაშორისო ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სერია A-ს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2006
  • იტალიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2009

რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რომას ყველა დროის ბომბარდირი იტალიის ნაკრებში: 10 გოლი
  • რომას ყველა დროის ყველაზე მეტი მატჩში მოთამაშე იტალიის ნაკრებში: 70 მატჩი

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Cavaliere OMRI BAR.svg
    5th Class / Knight: Cavaliere Ordine al Merito della Repubblica Italiana: 2004[8]
  • Friedrich Order.png
    Collar of Merit Sports: Collare d'Oro al Merito Sportivo: 2006[9]
  • Ufficiale OMRI BAR.svg
    4th Class / Official: Ufficiale Ordine al Merito della Repubblica Italiana: 2006[10]

კარიერის სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის 21 დეკემბრის მონაცემებით.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდი სეზონი სერია A იტალიის თასი ევროტურნირები სხვა ჯამში
თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი
რომა სერია A, 2001–02 - - 3 0 1 0 - - 4 0
სერია A, 2002–03 4 2 2 0 - - - - 6 2
სერია A, 2003–04 17 0 4 0 6 1 - - 27 1
სერია A, 2004–05 30 2 5 1 2 1 - - 37 4
სერია A, 2005–06 34 6 4 0 7 0 - - 45 6
სერია A, 2006–07 36 2 8 2 10 2 1 0 55 6
სერია A, 2007–08 34 5 6 0 10 0 1 1 51 6
სერია A, 2008–09 33 3 2 0 7 0 1 1 43 4
სერია A, 2009–10 33 7 4 1 12 3 - - 49 11
სერია A, 2010–11 28 2 4 0 7 1 1 0 40 3
სერია A, 2011–12 16 2 - - - - - - 16 2
ჯამში 265 31 42 4 62 8 4 2 372 45

ტურნირების სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდული ნაკრები წელი საერთაშორისო ამხანაგური ჯამში გოლი
თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი
იტალია 2004 3 2 1 0 4 2 0.5
2005 5 0 5 0 10 0 0
2006 7 1 4 1 11 2 0.182
2007 5 0 1 0 6 0 0
2008 7 3 4 0 11 3 0.273
2009 8 1 1 0 9 1 0.111
2010 6 2 5 0 11 2 0.182
2011 4 0 4 0 8 0 0
ჯამში 45 9 25 1 70 10 0.143

სანაკრებო გოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]