ანტონიო კანდრევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტონიო კანდრევა
20150616 - Portugal - Italie - Genève - Antonio Candreva.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ანტონიო კანდრევა
დაბადების
თარიღი
2 აპრილი, 1987 (1987-28-02) (35 წლის)
დაბადების
ადგილი
რომი, იტალია
სიმაღლე 181 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ლაციო
ნომერი 87
ახალგაზრდული კარიერა
2002–2003 ლოდიჯიანი
2003–2004 ტერნანა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004–2007 ტერნანა 47 (0)
2007–2008 უდინეზე 3 (0)
2008–2010ლივორნო (იჯარით) 52 (2)
2010 იუვენტუსი 16 (2)
2010–2011 პარმა 31 (3)
2011–2012 ჩეზენა 18 (2)
2013–2016 ლაციო 101 (32)
2016– ინტერი მილანი 88 (7)
ეროვნული ნაკრები
2004–2005 იტალია 18 წლ. 6 (0)
2005–2006 იტალია 19 წლ. 9 (1)
2005–2008 იტალია 20 წლ. 13 (4)
2008–2009 იტალია 21 წლ. 8 (0)
2009– იტალია 54 (7)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 მაისი, 2019
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 27 მაისი, 2019

ანტონიო კანდრევა (იტალ. Antonio Candreva; დ. 28 თებერვალი, 1987, რომი, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად თამაშობს იტალიის სერია A-ს კლუბ „ინტერ მილანში“.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტონიომ თავისი საფეხბურთო კარიერა „ლოდიჯიანში“ დაიწყო, საიდანაც მერე სერია ც-ს კლუბ „ტერნანაში“ გადავიდა. აქ მხოლოდ 2 თამაშის ჩატარება მოახერხა, თუმცა სხვა კლუბები უკვე ინტერესდებოდნენ მითი.

ზაფხულს 2007 წელს კანდრე „უდინეზეში“ გადავიდა, სადაც უმეტესწილად პრიმავერას გუნდში იყო და მხოლოდ 3 მატჩის ჩატარება მოუწია დიდ გუნდში. 2008-2009 სეზონის დაწყებამდე „უდინეზემ“ იგი იჯარით „ლივორნოში“ გაუშვა. ტოსკანურ კლუბში პირველ სეზონში ძალზედ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ასევე მიდი დიდი დამსახურებით „ლივორნო“ სერია A-ში დაბრუნდა, რის გამოც კლუბმა კიდევ ერთი სეზონით დაიტოვა კანდრევა.

2010 წლის იანვარს „იუვენტუსმა“ ანტონიო 6 თვით არედნით წაიყვანა, გამოსყიდვის უფლებით 6,5 მილიონ ევროდ, თუმცა მისი დებიუტი ტურინში აშკარად ვერ შედგა.

სეზონის ბოლოს კი იგი უკვე „პარმაში“ წავიდა იჯარით, სადაც ისევ თავი გამოიჩინა, თუმცა „პარმამ“ ვერ გამოისყიდა და იგი ისევ „უდინეზეს“ დაუბრუნდა. 2011-2012 წლის სეზონის დაწყებამდე კი იგი ისევ იჯარით „ჩეზენაში“ გადავიდა, სადაც ასევე კარგად ასპარეზობდა.

იანვრის სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს კი „ლაციომ“ და „ჩეზენამ“ ბარტერი განახორციელეს, კანდრევა „ლაციოს“ ფეხბურთელი გახდა, სიმონე დელ ნერო კი „ჩეზენაში“ გაუშვეს.

„ლაციოში“ პირველი გოლი მან „ნაპოლის“ კარში გაიტანა და კურვა ნორდის ტრიბუნასთან აღნიშნა, რის გამოც დიდი მოწონება დაიმსახურა „ლაციოს“ ფანებისგან. ანტონიომ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა „ლაციოში“ და ზაფხულში რომაულმა კლუბმა იგი გამოისყიდა „უდინეზესგან“. 2012-2013 სეზონიც კარგად დაიწყო კანდრესთვის, მან „პალერმოს“ უბრწყინვალესი გოლი გაუტანა, „ლაციომ“ კი 3:0 მოიგო ის შეხვედრა. შემდეგ იყო „მილანთან“ თამაში, სადაც ანალოგიურად ულამაზესი გოლი გაიტანა და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ერთი სიტყვით კანდრევამ „ლაციოში“ გადასვლით ბევრი მოიგო, რაც მთავარია მისი კარგი თამაში არც ჩეზარე პრანდელის გამოეპარა და იგი ნაკრებში გამოიძახა.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანდრე 1-ად ნაკრებში 2009 წელს მოხდა, როცა იტალია ამხანაგურ მატჩში ჰოლანდიას დაუზავდა. მაისში 2010-ის მსოფლიო ჩემპიონატის პრე-კომპანიაზე ანტონიო 30-კაციან სიაში იყო, თუმცა მთავარ ტურნირზე მაინც ვერ მოხვდა. ლაციოში კარგი თამაშის წყალობით 2012 წელს პრანდელიმ იგი ნაკრებს დაუბრუნა, რის გამოც ანტონიომ არაერთხელ აღნიშნა, რომ მან ლაციოში თავისი თავი იპოვა და ფეხბურთის ძველი გემო დაიბრუნა. სადებიუტო გოლი ნაკრებში კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ხორვატიას გაუტანა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]