შინაარსზე გადასვლა

კლაუდიო მარკიზიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლაუდიო მარკიზიო
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
კლაუდიო მარკიზიო
დაბადების
თარიღი
19 იანვარი, 1986 (1986-01-19) (40 წლის)
დაბადების
ადგილი
ტურინი, იტალია
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1993–2006 იუვენტუსი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006–2018 იუვენტუსი 294 (33)
2007–2008   ემპოლი 26 (0)
2018–2019 ზენიტი 9 (2)
სულ 329 (35)
ეროვნული ნაკრები
2007–2009 იტალია 21 წლ. 14 (1)
2009–2017 იტალია 55 (5)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კლაუდიო მარკიზიო (დ. 19 იანვარი, 1986, ტურინი) — ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი, პოზიციით ნახევარმცველი. კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა იტალიურ კლუბ „იუვენტუსში“.

ახალგაზრდული კარიერა გაატარა მშობლიური ქალაქის კლუბში. 2007–2008 წლების სეზონში განათხოვრებული იყო „ემპოლიში“. 2012–2013 წლების სეზონიდან არის „იუვენტუსის“ მესამე კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონისა და ჯორჯო კიელინის შემდეგ.

მას შემდეგ, რაც მარკიზიოს ჰქონდა გარღვევა 2008–2009 წლების სეზონში, მას იტალიური პრესის წარმომადგენლები ხშირად ადარებენ „იუვენტუსის“ ყოფილ იტალიელ ფეხბურთელ მარკო ტარდელის მისი თამაშის სტილის გამო.[1][2][3]

მარკიზიო 2005 წ.

მარკიზიო დაიბადა ტურინში. მისი ოჯახის წევრები იყვნენ „იუვენტუსის“ გულშემატკვირები.[4] მისი ოჯახის წევრები სარგებლობდნენ სეზონური აბონემენტით და კლაუდიო ესწრებოდა მატჩებს სტადიო დელე ალპიზე. 7 წლის ასაკში გადავიდა „იუვენტუსის“ ბავშვთა გუნდში.[5][6]

2004–2005 და 2005–2006 წლების სეზონში ფაბიო კაპელო ავარჯიშებდა ხოლმე მას მთავარ გუნდთან ერთად და გადაეცა ნომერი.

2007 წლის 25 ივლისს მარკიზიო გაანათხოვრეს „ემპოლიში“ მის კარგ მეგობარ სებასტიან ჯოვინკოსთან ერთად, რათა მიეღოთ სათამაშო პრაქტიკა.[7] მისი დებიუტი სერია A-ში შედგა 26 სექტემბერს „ფიორენტინასთან“ მატჩში. ევროტასებზე დებიუტი ჰქონდა უეფა-ს თასზე „ციურიხთან“ მატჩში. მას გოლი არ გაუტანია „ემპოლის“ შემადგენლობაში. კლუბი გავარდა ჩემპიონატიდან და კლაუდიო რანიერიმ ის დააბრუნა „იუვენტუსში“.

2018 წლის 17 აგვისტოს კლაუდიო მარკიზიომ იუვენტუსი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მარკიზიო იუვენტუსის რიგებში 25 წელი ირიცხებოდა. მან 294-ჯერ მოირგო იუვენტუსის მაისური და 33 გოლის გატანა მოახერხა.

2019 წლის 3 სექტემბერს კლაუდიო მარკიზიომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

კარიერის სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოცემულია 2016 წლის, 17 აპრილის მდგომარეობით.

კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი ევროპა სხვა სულ
სერიამატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლი
იუვენტუსი 2005–06 სერია A 00000000
2006–07 სერია B 25010260
2008–09 სერია A 2432060323
2009–10 2830070353
2010–11 3241080414
2011–12 369313910
2012–13 296208210408
2013–14 2942011010434
2014–15 3534012010523
2015–16 230305010320
სულ 261321815724034035
ემპოლი (იჯარით) 2007–08 სერია A 2601020290
სულ კარიერაში 287321915924036935

1 აქვე იგულისხმება იტალიის სუპერთასის მატჩებიც. [8]

მარკიზიო ევრო 2012-ის მეოთხედფინალურ მატჩში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ.
იტალიის ნაკრები
წელიმატჩიგოლი
200920
201070
201191
2012130
2013101
2014102
201531
სულ545

მოცემულია 2015 წლის, 17 ნოემბრის მდგომარეობით.

#თარიღიადგილიმეტოქეგოლიშედეგიგათამაშება
17 ოქტომბერი 2011ცრვენა ზვეზდას სტადიონი, ბელგრადი, სერბეთისერბეთის დროშა სერბეთი1–01–1ევრო 2012-ს შესარჩევი ეტაპი
211 ივნისი 2013ვასკო და გამას სტადიონი, რიო დე ჟანეირო, ბრაზილიაჰაიტის დროშა ჰაიტი2–02–2ამხანაგური
3.4 ივნისი 2014რენატო კურის სტადიონი, პერუჯა, იტალიალუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი1–01–1ამხანაგური
4.14 ივნისი 2014არენა ამაზონია, მანაუსი, ბრაზილიაინგლისის დროშა ინგლისი1–02–1მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014
5.17 ნოემბერი 2015რენატო დალ არას სტადიონი, ბოლონიარუმინეთის დროშა რუმინეთი1–12–2ამხანაგური

იუვენტუსი

იტალია
იტალია 21 წლ.

ინდივიდუალური

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Marchisio, da riserva a intoccabile“. Gazzetta dello Sport. 29 ნოემბერი, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. „Tardelli: "Juve, Marchisio è come me". Tuttosport. 24 სექტემბერი, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2012-07-23. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. „Marchisio, un Predator da Playstation“ (იტალიური). Corriere della Sera. 27 სექტემბერი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. „Rete e bacio al tatuaggio – Claudio è lo spot del vivaio“ (იტალიური). La Stampa. 1 მარტი, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-02. ციტირების თარიღი: 2012-07-23. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. „Claudio Marchisio renews contract until 2014“. juventus.com. 29 იანვარი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  6. „Mia mamma è un ultrà“. Vanity Fair Italia. 9 December 2009. pp. 148–150.
  7. „Marchisio: "Vado, gioco, miglioro e torno" (იტალიური). Il Sole. 29 ივლისი, 2007. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  8. http://www.national-football-teams.com/v2/player.php?id=10124
  9. „Champions of Italy: Claudio Marchisio“. juventus.com. 30 მაისი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  10. „Ibrahimovic voted Serie A's best“. fifa.com. 24 იანვარი, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-27. ციტირების თარიღი: 2012-07-23. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)