ჯორჯო კიელინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯორჯო კიელინი
Giorgio Chiellini (edited).jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჯორჯო კიელინი
დაბადების
თარიღი
14 აგვისტო, 1984 (1984-08-14) (34 წლის)
დაბადების
ადგილი
პიზა, იტალია
სიმაღლე 187 სმ.
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1990–2000 ლივორნო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2000–2002 ლივორნო 8 (0)
2002–2005 რომა 0 (0)
2002–2004   ლივორნო 47 (4)
2002–2005   ფიორენტინა 37 (3)
2005– იუვენტუსი 372 (25)
ეროვნული ნაკრები
2000 იტალია 15 წლ. 8 (0)
2000–2001 იტალია 16 წლ. 12 (2)
2001– იტალია 17 წლ. 1 (0)
2002 იტალია 18 წლ. 6 (1)
2001–2003 იტალია 19 წლ. 18 (1)
2003–2007 იტალია 21 წლ. 26 (6)
2004 იტალია 2 (0)
2004– იტალია 100 (8)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 7 იანვარი 2019
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 7 იანვარი 2019

ჯორჯო კიელინი (იტალ. Giorgio Chiellini; დ. 14 აგვისტო, 1984) — იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად თამაშობს იტალიის სერია A-ს კლუბ „იუვენტუსსა“ და იტალიის ეროვნულ ნაკრებში.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიელინი „იუვენტუსის“ რიგებში. 2012

ჯორჯომ კარიერა 6 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ლივორნოში აიყვანეს. თავიდან იგი ვინგერად თამაშობდა, თუმცა საბოლოოდ მან თავისი პოზიცია მარცხენა მცველის პოზიციაზე იპოვა. იგი აკადემიაში 1999-2000 წლების ჩათვლით გამოდიოდა, მანამ სანამ ლივორნომ პირველ გუნდში არ გამოიძახა 2000-01 სეზონში. მაგ სეზონში კიელინიმ მხოლოდ სამი თამაში ითამაშა პირველ გუნდში, საბოლოოდ კი მხოლოდ 2003/04 სეზონში განიმტკიცა ადგილი ლივორნოს მთავარ გუნდში.

ზაფხულში 2004 წელს ჯორჯო იუვენტუსის ფეხბურთელი გახდა 6.5 მილიონ ევროდ, თუმცა ტურინელებმა მისი ნახევარი უფლება ფიორენტინას მიყიდეს 3.5 მილიონ ევროდ, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა და საბოლოოდ იუვენტუსმა იგი 4.3 მილიონ ევროდ გამოისყიდა. პირველივე სეზონში ჯორჯო კლუბის მთავარი მცველი გახდა, ფაბიო კაპელოს ხელში და იმ წელს იუვენტუსი 29-ჯერ გახდა სკუდეტოს მფლობელი, თუმცა კალჩოპოლის სკანდალის გამო იუვეს ჩამოერთვა ეს ტიტული და თან სერია ბ-ში გაუშვეს, ქულების დაკლებით.

ჯორჯო რა თქმა უნდა გაყვა თავის კლუბს დაბლა დივიზიონში და იმავე წელსვე გუნდი აღზევდა ისევ სერია ა-ში. ახალ სეზონში ჯორჯომ მარცხენა მცველის პოზიციაზე დაიწყო, თუმცა ჟორჟე ანდრადეს და დომენიკო კრიშიტოს ტრავმების გამო იგი ისევ ცენტრალურ მცველად დაბრუნდა. მან ტანდემი დაცვაში ნიკოლა ლეგროტალიესთან ერთად შექმნა. კიელინის კარგი თამაშის ფონზე მან იყო და ჯერ 2011-წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი, შემდეგ კი 2013-წლამდე.

2008-09 სეზონში ჯორჯომ თავისი პირველი გოლი გაიტანა ევრო თასებზე იუვეს შემადგენლობაში არტმედიას წინააღმდეგ, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ მან ტრავმა მიიღო და სეზონის სტარტი გამოტოვა. თუმცა ეგ სეზონი ჯორჯოსთვის საბოლოოდ წარმატებული გამოდგა მაინც და საბოლოოდ იგი სერია ა-ს საუკეთესო მცველად დასახელდა.

2009-10 სეზონის სტარტიც თითქმის იგივენაერად დაიწყო ჯორჯოსთვის, მან ტრავმა მიიღო და სტარტი სეზონის ისევ გამოტოვა, შემდეგ კი დაბრუნდა, მაგრამ ტრავმამ ისევ თასი შეახსენა და მარტამდე იგი ლაზარეთში იყო. მარტში კი ნაპოლის წინააღმდეგ დაბრუნება ჯორჯომ გოლით აღნიშნა და სეზონის ბოლოს კი კონტრაქტი იუვესთან 2015-წლამდე გაახანგრძლივა.

2010-11 სეზონში ჯორჯოს ტანდემს ახალ ნაყიდი ლეონარდო ბონუჩი უწევდა, შემდეგ კი ზამთარში ანდრეა ბარძალის მოსვლის შემდგომ ანტონიო კონტემ იგი მარცხენა მცველად გადაწია, რადგან ბონუჩის და ბარძალის ტანდემი შექმნა ცენტრში.

2011-2012 სეზონი კონტემ სამი მცველის ტაქტიკა გამოიყანა, სადაც ძალიან კარგად შეეწყვნენ ჯორჯო-ბონუჩი-ბარძალის სამეული. ეს სეზონი როგორც ამათვის ასევე იუვენტუსისთვის ბრწყინვალე აღმოჩნდა და ისინი სკუდეტოს დაეუფლნენ.

ევრო 2012ის ტურნირზე მიღებული ტრავმის გამო ჯორჯომ სტარტი სეზონის ისევ გამოტოვა, თუმცა სექტემბრის ბოლოსკენ იგი დაბრუნდა კიევოსთან და მისი ახალი სეზონიც დაიწყო.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯორჯომ ყველა ასაკობრივ ნაკრებში შეძლო თამაში, ხოლო U-19თან ერთად კი 2003 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო ლიხტენშტაინში. მისი დებიუტი მთავარ ნაკრებში კი 2004 წელს შედგა ფინეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში, რომელიც იტალიამ 1:0 მოიგო. იმავე წელს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მან ბრინჯაოს მედლის მოგება შეძლო ნაკრებთან ერთად.

ჯორჯო ევრო 2008-ის ტურნირზეც გამოძახებული იქნა სადაც ცოტა სტაბილურობა აკლდა, განსაკუთრებით ჯგუფურ ეტაპზე, თუმცა ესპანეთის ნაკრებთან მან ბრწყინვალედ ჩაატარა შეხვედრა და მისი დამსახურებაა ეგ თამაში ფრედ 0:0 რომ დასრულდა, თუმცა პენალტების სერია მაინც ფურია როხას დარჩა.

მსოფლიო ჩემპიონატი 2010 არც თუ ისე კარგი გამოდგა ჯორჯოსთვის და ნაკრებისთვის, რადგან იტალია ჯგუფში ჩარჩა.

ევრო 2012-ზე ჯორჯოც იყო, თუმცა მე-3 თამაში ჯგუფში ირლანდიასთან ტრავმა მიიღო და მხოლოდ 1/2-ფინალში შეძლო დაბრუნება გერმანიასთან, რომელიც აძურიმ მოიგო და ფინალში გავიდა.

ნოემბერში ამხანაგურ მატჩში საფრანგეთის ნაკრებთან ჯორჯოს კაპიტნის სამკლაურით იყო, თუმცა თამაში ფრანგების გამარჯვებით დასრულდა.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო

ლივორნო
იუვენტუსი

სანაკრებო

პირადი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]