სტეფან ელ შაარავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სტეფან ელ შაარავი
20150616 - Portugal - Italie - Genève - Stephan El Shaarawy (cropped).jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სტეფან ქარიმ ელ შაარავი
დაბადების
თარიღი
27 ოქტომბერი, 1992
დაბადების
ადგილი
სავონა, იტალია
სიმაღლე 178 სმ[1]
სათამაშო
პოზიცია
გარემარბი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
შანხაი შენჰუა
ნომერი 22
ახალგაზრდული კარიერა
2001-2006 ლეჯინო
2006-2008 ჯენოა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2008–2011 ჯენოა 3 (0)
2010–2011   პადოვა 29 (9)
2011–2016 მილანი 82 (21)
2015–2016  მონაკო 7 (0)
2016  რომა 16 (8)
2016–2019 რომა 93 (26)
2019– შანხაი შენჰუა 16 (1)
ეროვნული ნაკრები
2012– იტალია 28 (6)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 28 აპრილი, 2018
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 13 ნოემბერი, 2017

სტეფან ელ შაარავი (არაბ. ستيفان الشعراوي; დ. 27 ოქტომბერი, 1992, სავონა) — იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად თამაშობს ჩინეთის სუპერლიგის გუნდ შანხაის „შენჰუაში“.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელ შაარავი (მარცხნივ) რობინიოსთან ერთად, 2012 წლის აგვისტო

სტეფან ელ შაარავი, მამა ეგვიპტელი, დედა იტალიელი. ფეხბურთით ლეჯინოს აკადემიაში დაკავდა, თუმცა მალევე ჯენოას ახალგაზრდულს შეუერთდა. მისი დებიუტი გენუის კლუბში 2008 წლის 21 დეკემბერს შედგა კიევოს წინააღმდეგ, რომელიც 1:0 მოიგეს. თუმცა მაგ სეზონში შაარავი მეტს აღარ გამოდიოდა მთავარ გუნდში და ახალგაზრდულ გუნდში გაუშვეს, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

2010 წელს იგი პადოვაში იჯარით გადავიდა სერია ბ-ში, სადაც თავისი პირველი პროფესიონალური გოლი გაიტანა რეჯინას კარში.

2011 წლის ივნისს შაარავი მილანის ფეხბურთელი გახდა, თუმცა სეზონის სტარტზევე მუხლის ტრავმა მიიღო. მისი დებიუტი კი სან-პაულუზე ნაპოლის წინააღმდეგ შედგა, თუმცა მარცხით. პირველი გოლი მან მილანის ფორმით უდინეზეს გაუტანა, რომელშიც მისმა გუნდმა 1:1 ითამაში, იგი კი შეცვლაზე ალეშანდრო პატოს ნაცვლად გამოვიდა.

2012-13 სეზონში შაარავიმ თავისი პირველი დუბლი შეასრულა კალიარის კარში. 3 ოქტომბერს კი პირველი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე ზენიტის კარში და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა მილანის ისტორიაში რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა.

27 ოქტომბერს თავის დაბადების დღეზე მან გოლი თავის ყოფილ კლუბს ჯენოას გაუტანა, რითაც გამარჯვება მოუტანა მილანელებს. ეს მისი მე-7 გოლი იყო ამ სეზონში. სეზონის სტარტზე მილანის კაპიტანი მასიმო ამბროზინი შეპირდა, რომ 7 გოლზე მეტის გატანის შემთხვევაში ზაფხულში არდადეგებს დაუფინანსებდა.

17 ნოემბერს სან-პაულუზე ნაპოლის წინააღმდეგ მან დუბლი შეასრულა და თავის გუნდს ქულა მოუტანა. 21 ნოემბერს კი ჩემპიონთა ლიგაზე მან ანდერლეხტის კარში გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალიის 17 წლამდელ ნაკრებთან ერთად შაარავიმ 2009 წელს ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიო ჩემპიონატი ითამაშა. იტალიის 21 წლამდელებში კი დებიუტი უნგრეთის ნაკრებთან ჰქონდა. მთავარ გუნდში შაარავი 2012 წლის 15 აგვისტოს გამოჩნდა ინგლისთან ამხანაგურ მატჩში, ხოლო სადებიუტო გოლი კი მან საფრანგეთის ნაკრებს გაუტანა.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მილანი[2]
შანხაი შენჰუა[2]
  • ჩინეთის საფეხბურთო თასი: 2019

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალია[2]

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სერია B-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი : 2011[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Stephan El Shaarawy profile. at AS Monaco FC. ციტირების თარიღი: 2015-08-19.
  2. 2.0 2.1 2.2 სტეფან ელ შაარავი — Soccerway
  3. Gran Cala' del Calcio 2011: Rizzoli premiato miglior arbitro Italian. FIGC (24 იანვარი, 2012). ციტირების თარიღი: 25 იანვარი, 2015.