მასიმო ოდო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მასიმო ოდო
Massimo Oddo.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მასიმო ოდო
დაბადების
თარიღი
14 ივნისი, 1976 (1976-06-14) (42 წლის)
დაბადების
ადგილი
ჩიტა-სანტ-ანჯელო
იტალია
სიმაღლე 182 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1992–1993 ანგოლანა
1993–1995 მილანი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1992–1993 ანგოლანა 3 (0)
1993–1999 მილანი 0 (0)
1995–1996   ფიორენცუოლა 19 (0)
1996   მონცა 4 (0)
1996–1997   პრატო 16 (0)
1997–1998   ლეკო 20 (1)
1998–1999   მონცა 30 (5)
1999–2000 ნაპოლი 36 (1)
2000–2002 ვერონა 64 (9)
2002–2007 ლაციო 135 (17)
2007–2012 მილანი 56 (2)
2008–2009   ბაიერნი 18 (0)
2011–2012   ლეჩე 27 (1)
სულ 428 (36)
ეროვნული ნაკრები
2002–2008 იტალია 34 (2)
სამწვრთნელო კარიერა
2015–2017 პესკარა
2017– უდინეზე
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

მასიმო ოდო (დ. 14 ივნისი, 1976) — იტალიელი ფეხბურთელი, იტალიის ნაკრებისა და მილანის მცველი. მსოფლიო ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის მფლობელი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასიმო ოდომ საფეხბურთო კარიერა ანგოლანაში დაიწყო, 1993 წელს გადავიდა მილანის ახალგაზრდულ გუნდ პრიმავერაში, თუმცა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ვერ მოახერხა და 2 წლის შემდეგ სერია ც-ს კლუბ ფიორენცოლაში გაანათხოვრეს. ოდოს იმედი ჰქონდა, რომ ამ კლუბში უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნებოდა. 1998 წელს სერია ბ-ს კლუბ მონცაში გადავიდა, სადაც ერთი სეზონი გაატარა, რის შემდეგაც საკუთარი თავის დამკვიდრება ნაპოლიში სცადა. სერია ა-ში დებიუტი მოგვიანებით, 2000 წელს შედგა. მაშინ ვერონამ მილანისგან საბოლოოდ გამოიხსნა ახლაგაზრდა მცველი. სწორედ ვერონას მაისურით ჩაატარა პირველი შეხვედრა იტალიიის უმაღლეს ლიგაში. ორი წარმატებული სეზონის შემდეგ ოდო ლაციოში გადავიდა. აქ მას შესაძლებლობა მიეცა ჩემპიონთა ლიგაზე ეთამაშა. 2003-2004 წლების სეზონში მისი გამოსვლა ლიგაზე დადებითად შეფასდა. ერთი წლით ადრე მასიმოს დებიუტი ჰქონდა უეფას თასზე, მაშინ ოდოს გუნდი ნახვერფინალიდან გამოეთიშა ტურნირს. 2004-2005 წლების სეზონში კიდევ ერთხელ ითამაშა ამავე თასზე, თუმცა იგივე შედეგის გამეორება ლაციომ ვეღარ მოახერხა. საერთო ჯამში ოდომ სამი სეზონი გაატარა რომაულ კლუბში, ამ ხნის განმავლობაში მოიგო იტალიის თასი. მას შემდეგ, რაც ფაბიო ლივერანი ფიორენტინაში გადავიდა, ლაციოს კაპიტნის სამკლაური სწორედ ოდომ ჩაიბარა.

მილანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს ცნობილი გახდა, რომ მასიმო ოდო მილანში გადავიდა. მოლაპარაკებები ამ ტრანსფერის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა, საბოლოოდ კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს. როსონერის ხელმძღვანელობას მცველის შეძენა 12 მილიონი ევრო დაუჯდა. ოდოს გადასვლა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც მილანმა ბევრისთვის მოულოდნელად ყველა ევროპული ტიტული მოიგო. მასიმო ოდო როსონერის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო და დიდი წვლილი მიუძღვის კლუბის წარმატებაში. კარიერაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. მომდევნო 2008-2009 წლების სეზონში ყველასათვის მოულოდნელად ოდო მიუნხენის ბაიერნში განათხოვრეს. გერმანიაში გატარებული პერიოდი წარმატებული არ ყოფილა არც კლუბისთვის და არც ოდოსთვის. სეზონის ბოლოს გერმანელებმა უარი თქვეს იტალიელი მცველის გამოსყიდვაზე და მასიმოც მილანში დაბრუნდა. სამშობლოში დაბრუნებულს კლუბის მწვრთნელი შეცვლილი დახვდა. როსონერის ახლა წვრთნის ლეონარდო, რომელიც ოდოს არ სწყალობს. 2009-2010 წლების სეზონში მასიმომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვეღარ დაიბრუნა. უფრო მეტიც, ხშირად განაცხადშიც ვეღარ ხვდება.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასიმო ოდოს დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2002 წელს შედგა. მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ნაკრების ხელმძღვანელობამ სკუდრა აძურას შემადგენლობის გადახალისება გადაწყვიტა. სწორედ მაშინ გამოიძახეს ოდო ნაკრებში. უკვე ევრო 2004 საკვალიფიკაციო მატჩებში მასიმო ოდო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო. პორტუგალიაში შეცვლაზე შევიდა ბულგარეთის წინააღმდეგ და დიდი წვლილი შეიტანა მატჩის მოგებაში. მარჩელო ლიპიმ მასიმო ოდო გერმანიაში წასაყვან ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა. თავად მუნდიალზე მხოლოდ 23 წუთი გაატარა ნახევარფინალში უკრაინელების წინააღმდეგ. თუმცა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მანაც მიიღო. მასიმო ოდომ ეროვნული ნაკრების მაისურით პირველი გოლი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში უკრაინის ნაკრებს 2006 წელს გაუტანა.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაციო იტალიის თასი: 2003-2004

მილანი ჩემპიონთა ლიგა: 2007

უეფას სუპერ თასი: 2007

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 2007

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოს ჩემპიონი: 2006

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოდოს მამა ფრანსისკო ყოფილი ფეხბურთელია. მასიმომ სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში იუტიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. თუმცა არ დაუმთავრებია. სწვლის გაგრძელება მოგვიანებით 2007 წელს გადაწყვიტა, ფაკულტეტი შეიცვალა და ახლა სპორტის მენეჯმენტზე სწავლობს. ოდომ ცოლად მოუყვანა კლაუდია კრიველი. წყვილს ორი შვილი ჰყავს. დავიდე რომელიც 2003 წელს დაიბადა და ფრანჩესკო, რომელიც 2008 წელს მოევლინა ქვეყანას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]