შინაარსზე გადასვლა

ფილიპო ინძაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფილიპო ინძაგი
ფილიპო ინძაგი 2011 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ფილიპო ინძაგი
დაბადების
თარიღი
9 აგვისტო, 1973 (1973-08-09) (51 წლის)
დაბადების
ადგილი
პიაჩენცა, იტალია
სიმაღლე 181 სმ.
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1982–1985 სან-ნიკოლო
1985–1991 პიაჩენცა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1991–1995 პიაჩენცა 39 (15)
1992–1993   ლეფე 21 (13)
1993–1994   ვერონა 36 (13)
1995–1996 პარმა 15 (2)
1996–1997 ატალანტა 33 (24)
1997–2001 იუვენტუსი 120 (57)
2001–2012 მილანი 202 (73)
სულ 466 (197)
ეროვნული ნაკრები
1993–1996 იტალია 21 წლ. 14 (3)
1997–2007 იტალია 57 (25)
სამწვრთნელო კარიერა
2012–2014 „მილანი“ (ახალგ.)
2014–2015 „მილანი“
2016–2018 ვენეცია
2018–2019 ბოლონია
2019– ბენევენტო
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ფილიპო ინძაგი (იტალ. Filippo Inzaghi; დ. 9 აგვისტო, 1973) — იტალიელი ფეხბურთელი. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული და საუკეთესო ბომბარდირი. ამჟამად საფეხბურთო კლუბ „ბენევენტოს“ მთავარი მწვრთნელი.

ფილიპო ინძაგი პიაჩენცაში დაიბადა. მისი ძმა სიმონეც ფეხბურთელია და ისიც სერია ა-ში თამაშობს. პიპომ საკლუბო კარიერა ადგილობრივ პიაჩენცაში 1991 წელს დაიწყო. თუმცა იმ წელს მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა, შემდეგ გაანათხოვრეს სერია ც1–ს კლუბ „ალბინოლეფეში“, სადაც 21 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და სკაუტების ყურადღებაც მიიპყრო.

1993 წელს ინძაგი უკვე სერია ბ-ს კლუბ „ვერონაში“ გადავიდა სათამაშოდ. 36 მატჩში კვლავ 13 გოლი გაიტანა. თუმცა მალევე კვლავ „პიაჩენცაში“ დაბრუნდა და 35 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა.

სულ მალე კონტრაქტი გააფორმა სერია ა-ს გუნდ „პარმასთან“, უმაღლეს ლიგაში დებიუტი 1995 წელს შედგა. მონაწილეობა მიიღო 15 მატჩი თუმცა, მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა მოწინააღმდეგე გუნდისთვის გოლის გატანა.

მომდევნო სეზონში ინძაგი ბერგამოს „ატალანტაში“ გადადის და სერია ა-ს ბომბარდირის ტიტულს იგებს. გატანილი 24 გოლი და ინძაგის განხვავებული სათამაშო სტილი სხვადასხვა გუნდის დაინეტრესების მიზეზი ხდება.

„ატალანტა“ ბოლო გაჩერება არ ყოფილა - პიპომ კიდევ ერთხელ შეიცვალა გუნდი და ამჯერად ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდა.

„იუვენტუსმა“ ახალგაზრდა თავდამსხმელში 23 მილიონი ლირა გადაიხადა. ეს ის პერიოდია ტურინულ კლუბში ალესანდრო დელ პიერო და ზინედინ ზიდანი რომ ბრწყინავენ. საბოლოოდ ფილიპო ინძაგი შესანიშნავად მოერგო ამ დუეტს და მათ მიერ მიწოდებულ პასებს წარმატებით იყენებდა. სამეულის ჩინებული თამაში შედეგებზეც აისახა. 1997-1998 წლების სეზონში „იუვენტუსმა“ სკუდეტო მოიგო, ბოლო მატჩში „ბოლონიასთან“ პიპომ ჰეთ-თრიკი შესარულა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი „რეალთან“ 0:1 დამარცხდა.

საერთო ჯამში „იუვენტუსში“ თამაშისას 122 შეხვედრაში 58 გოლი გაიტანა, თუმცა, მალე კლუბში დავიდ ტრეზეგე გადავიდა, პიპო კი გარკვეულწილად მის ჩრდილში მოექცა. ამიტომ ისიც 2001 წელს „მილანში“ გადაბარგდა.

როგორც ტურინული პრესა იუწყებოდა, სილვიო ბერლუსკონის თავდამსხმელის შეძენა 31 მილიონი დაუჯდა. „მილანში“ ასპარეზობა კი ინძაგისთვის წარუმატებლად დაიწყო. მან მუხლი დაიზიანა, რის გამოც 2001-2002 წლების ნახევარი სეზონის გამოტოვება მოუწია.

გუნდთან შეერთება და სრული ინტეგრირება მხოლოდ იანვარში შეძლო. არც ანდრეი შევჩენკოსთან შეთამაშება გასჭირვებია. ეს ორი თავდამსხმელი ერთმანეთს ავსებდა. პიპო არასდროს ყოფილა ძალიან ტექნიკური, თუმცა, ყველასგან გოლის ალღო გამოარჩევდა, მუდმივად მეტოქის საჯარიმოში იმყოფებოდა. ერთი რეკორდიც მოხსნა - მასზე მეტჯერ თამაშგარეში არავინ აღმოჩენილა. ამ ფაქტზე ბევრს იცინოდნენ, ალექს ფერგიუსონმა ისიც იხუმრა, ინძაგი ეტყობა თამაშგარეში დაიბადაო. ფაქტობრივად, არც ერთი მატჩი არ დაუსრულებია ისე, რომ მინიმუმ ერთხელ მაინც არ მოხვედრილიყო თამაშგარეში.

„მილანში“ პიპოს გადასვლა კლუბის აღმავლობას დაემთხვა. იმ პერიოდში გუნდში მივიდნენ ალესანდრო ნესტა, კახა კალაძე, ანდრეა პირლო და რაც მთავარია, მწვრთნელად დაინიშნა კარლო ანჩელოტი, რომელმაც გუნდს ახალი სული შთაბერა.

„როსონერი“ ათამაშდა და ფილიპო ინძაგიმ მილანურ კლუბთან ერთად პირველი ტიტული უკვე 2002-2003 წლების სეზონში მოიგო. მაშინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თავის ყოფილ კლუბს, „იუვენტუსს“, დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში 3:2 დაამარცხა. ევროპულ ტიტულს იმ წელს იტალიის თასიც მოყვა. მომდევნო სეზონში კი „მილანი“ და მასთან ერთად ინძაგიც სკუდეტოს მფლობელი ხდება.

და ფილიპოც ყველამ გაიცნო, განსხვავებული სტილის ფორვარდი, რომლის სიძლიერე მოძრაობაშია. ფიზიკურად სუსტია, ხშირად ეცემა, არც ლამაზი ფინტები აქვს, არც მისი დრიბლინგი ახსოვს ვინმეს, სულ თამაშგარეშია, ან ვითომ თამაშგარეშია და ბოლოს ისეთ გოლს გაგიტანს, რომ არ ელოდები. ამ მართლაც თამაშ-თამაშით და ვითომ შემთხვევითი გოლებით პიპო უეფა-ს ტურნირების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ჩემპიონთა ლიგაში 2 ჰეთ-თრიკი მხოლოდ მან შეასრულა „ჰამბურგთან“ და კიევის „დინამოსთან“. კრუიფმა ისიც თქვა, თამაში არ იცის, უბრალოდ ყოველთვის სწორ პოზიციაზე დგასო.

2005 წელს ისევ მუხლი დაიზიანა, ამიტომ მხოლოდ 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლი გაიტანა. იმ სეზონში ლიგის ფინალში „ლივერპულთანაც“ ითამაშა. ისევე როგორც მის თანაგუნდელებს, პიპოსაც კოშმარად დაამახსოვრდა ის მატჩი.

სამაგიეროდ ტრიუმფალური გამოდგა 2007 წელი, როდესაც ჩემპიონთა ლიგაში დუბლი შეუსრულა „ლივერპულს“ და რევანში აიღო 2 წლის წინანდელი მარცხისთვის.

„ბავშვობიდან ვოცნებობდი ფინალში 2 გოლის გატანაზე. ოცნება ავისრულე, ამიტომ ეს საღამო დაუვიწყარია და სულ ჩემთან დარჩება“ - განაცხადა მატჩის შემდეგ. უცნაურ ინძაგის უცნაური ოცნება ჰქონდა, მაინცადამაინც დუბლი უნდოდა ფინალში.

იმ წელს ევროპის სუპერთასიც მოიგო. „მილანის“ მიერ გატანილი სამი გოლიდან ერთი ინძაგის ეკუთვნოდა. 2007 წლის საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „ბოკა ხუნიორსს“ 2 გოლი გაუტანა. ის მატჩი „როსონერიმ“ 4:2 მოიგო.

2008 წლის ნოემბერში სუპერ პიპომ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და „მილანში“ დარჩენა 2010 წლის ზაფხულამდე გადაწყვიტა. 2009 წლის გაზაფხულზე კი „სიენასთან“ 4:1 მოგებულ თამაშში თავის კარიერაში ოფიციალური მე-900 გოლი გაიტანა. შემდეგ „ტორინოს“ კარი სამჯერ აიღო და კიდევ ერთი რეკორდი დაამხო _ ბოლო 25 წლის განმავლობაში სერია ა-ში მასზე მეტჯერ ჰეთ-თრიკი არავის შეუსრულებია. პირველ ადგილზე ინძაგია (10), შემდეგ მოდიან ჯუზეპე სინორი (9), ერნან კრესპო (8), რობერტო ბაჯო, მარკო ვან ბასტენი, გაბრიელ ბატისტუტა და აბელ ბალბო (7). პიპომ ერთი ჰეთ-თრიკი „ატალანტას“ შემადგენლობაში გაიტანა, 4 „იუვენტუსის“ და 5 „მილანის“.

მომდევნო სეზონში ინძაგის ტრავმებთან ბრძოლა კიდევ ერთხელ მოუხდა. 2010-2011 წლებში სულ რამდენიმე კვირას ითამაშა. 10 ნოემბერს „პალერმოსთან“ მატჩისას მძიმედ დაშავდა და მხოლოდ სეზონის ბოლოს, მაისში დაუბრუნდა მოედანს. „მილანმა“ იტალიის ჩემპიონობა ორი ტურით ადრე მოიპოვა და ფილიპოც კიდევ ერთხელ დაეუფლა სკუდეტოს.

ინძაგიმ მილანი 2012 წელს დატოვა და საფეხბურთო კარიერაც დაასრულა.

ფილიპო ინძაგი სკუადრა აძურას რიგებში პირველად 1997 წელს ბრაზილიის წინააღმდეგ გამოჩნდა. საერთო ჯამში ნაკრებში ჩატარებული 57 მატჩში 25 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრების შემადგენლობაში იყო მსოფლიოს 1998, 2002 და 2006 წლების ჩემპიონატებზე, ევროპის 2000 და 2004 წლების ტურნირებზე. კორეა-იაპონიაში და შემდეგ უკვე ევრო 2004-ის ჯგუფურ ეტაპებზე აძურას საუკეთესო ბომბარდირი იყო, თუმცა ორივე შემთხვევაში ტრავმამ ხელი შეუშალა და ასპარეზობის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

2006 წელს მარჩელო ლიპიმ ფილიპო ინძაგი გერმანიაში წასაყვან ფეხბურთელებს შორის ჩაწერა. მან მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. მოედანზე ჩეხების წინააღმდეგ გამოჩნდა და პეტერ ჩეხს გოლიც გაუტანა.

სამწვრთნელო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპო ინძაგი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ „მილანის“ ახალგაზრდულ გუნდს (17 წლამდელებს) ჩაუდგა სათავეში. 2014 წლის ზაფხულში „მილანის“ ძირითადი გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა[1]. 2016-2018 წლებში ინძაგი წვრთნიდა საფეხბურთო კლუბ „ვენეციას“. 2018–2019 წლებში ინძაგი წვრთნიდა საფეხბურთო კლუბ „ბოლონიას“. 2019 წლიდან იტალიის სერია B-ს საფეხბურთო პირველობაზე მოასპარეზე „ბენევენტოს“ ჩაუდგა სათავეში

პიაჩენცა[2]
იუვენტუსი[3]
მილანი[4][5]
  • სერია ა-ს წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი: 1997
  • სერია ა-ს ბომბარდირი: 1996-1997
  • ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშე: 2007
  • ევროპულ ტურნირებში საუკეთესო ბომბარდირია
გუნდი სეზონი სერია
იტალიის
თასი
ევროპული
ტურნირები1
სხვა
ტურნირები2
სულ
თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი
პიაჩენცა 1991–92 2 0 1 0 - - - - 3 0
ალბინოლეფე 1992–93 21 13 - - - - - - 21 13
ვერონა 1993–94 36 13 1 1 - - - - 37 14
პიაჩენცა 1994–95 37 15 4 2 - - - - 41 17
პარმა 1995–96 15 2 1 0 6 2 - - 22 4
ატალანტა 1996–97 33 24 1 1 - - - - 34 25
იუვენტუსი 1997–98 31 18 4 1 10 6 1 2 46 27
1998–99 303 143 1 0 10 6 1 0 42 20
1999–00 33 15 2 1 8 10 - - 43 26
2000–01 28 11 - - 6 5 - - 34 16
Total 122 58 7 2 34 29 2 2 165 89
მილანი 2001–02 20 10 1 2 7 4 - - 28 16
2002–03 30 17 3 1 16 12 - - 49 30
2003–04 14 3 3 2 9 2 2 0 28 7
2004–05 11 0 2 0 2 1 - - 15 1
2005–06 23 12 2 1 6 4 - - 31 17
2006–07 20 2 5 3 12 6 - - 37 11
2007–08 21 11 - - 6 5 3 3 29 19
2008–09 26 13 - - 6 3 - - 32 16
2009–10 7 1 1 1 3 2 - - 11 4
სულ 172 68 17 10 65 39 4 2 252 120
სულ 436 193 31 15 105 68 6 4 575 282

1ევროპული ტურნირები მოიცავს ჩემპიონთა ლიგას, ევროპის სუპერთასს უეფას თასს და ინტერტოტოს თასს
2სხვა ტურნირები მოიცავს იტალიის სუპერთასს და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს
3Stats include 2 appearances and 1 score in playoff matches for the UEFA Cup qualification [6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ოფიციალურად: ზეედორფი ინძაგიმ შეცვალა. „მსოფლიო სპორტი“. 9.06.2014
  2. 2.0 2.1 Italy - F. Inzaghi - Soccerway. Soccerway. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი, 2015.
  3. Gli eroi in bianconero: Filippo INZAGHI Italian. Tutto Juve (9 August 2013). ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2015.
  4. A.C. Milan Hall of Fame: Filippo Inzaghi Italian. A.C. Milan. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2015.
  5. Schlewitz, Kirsten. (24 ივლისი, 2012) Pippo Inzaghi Retires, Takes Coaching Job At AC Milan. ციტირების თარიღი: 6 ივნისი, 2017
  6. Davide Rota, Sorin Arotaritei and Misha Miladinovich. (9 July 2001) Italy 1998/99. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 15 March 2009.