ფაბიო კვალიარელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაბიო კვალიარელა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ფაბიო კვალიარელა
დაბადების
თარიღი
31 იანვარი, 1983 (1983-01-31) (41 წლის)
დაბადების
ადგილი
კასტელამარე-დი-სტაბია,
კამპანია, იტალია
სიმაღლე 180 სმ.
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სამპდორია
ნომერი 27
ახალგაზრდული კარიერა
1994-1999 ტორინო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1999–2005 ტორინო 39 (7)
2002–2003   ფიორენტინა 12 (1)
2003–2004   კიეტი 43 (19)
2005–2006 ასკოლი 33 (3)
2006–2007 სამპდორია 35 (13)
2007–2009 უდინეზე 73 (25)
2009–2010 ნაპოლი 34 (11)
2010–2014 იუვენტუსი 83 (23)
2014–2016 ტორინო 50 (18)
2016– სამპდორია 133 (61)
ეროვნული ნაკრები
2000–2001 იტალია 17 8 (1)
2001 იტალია 19 9 (1)
2002–2004 იტალია 20 8 (2)
2004 იტალია 21 2 (1)
2007– იტალია 28 (9)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 ოქტომბერი, 2019
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 11 ივნისი, 2019

ფაბიო კვალიარელა (იტალ. Fabio Quagliarella); (დ. 31 იანვარი, 1983, კასტელამარე-დი-სტაბია, კამპანია, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი. იცავს „სამპდორიასა“ და იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაბიო კვალიარელა დაიბადა იტალიის ქალაქ კასტელამარე-დი-სტაბიაში, რომელიც ნეაპოლთან არის ახლოს. ბავშვობიდან იგი რა თქმა უნდა „ნაპოლის“ ქომაგად ჩამოყალიბდა. თუმცა მისი საფეხბურთო კარიერა „ტორინოში“ დაიწყო, იტალიის სერია A-ში კი მას დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა „პიაჩენცას“ წინააღმდეგ. ფაბიომ მთლიანობაში „ტორინოში“ 6 წელი გაატარა, თუმცა მეტწილად იჯარით მოგზაურობდა სხვადასხვა კლუბებში. როდესაც „ტორინო“ იტალიის სერია B-ში გავარდა, ფაბიო ისევ დაიბრუნეს და მან 8 გოლის გატანა შეძლო, თუმცა ფინანასურმა პრობლემებმა „ტორინო“ აიძულა, კვალიარელა და კიდე სხვა ფეხბურთელები გუნდიდან ანაზღაურების გარეშე გაეშვა.

2005 წელს ზაფხულს ფაბიო „უდინეზეს“ ფეხბურთელი გახდა, თუმცა ის სეზონი „ასკოლიში“ გაატარა, რადგან მისი 50% სწორედ ამ გუნდს ეკუთვნოდა. მომდევნო სეზონში იგი „სამპდორიაში“ აღმოჩნდა, თუმცა თავიდან იგი განიხილებოდა როგორც ფლაკის, ბონაცოლის და ბაცანის რეზერვი. მისი დებიუტიც მხოლოდ მე-7 ტურში შედგა გუნდში. აღნიშნულ თამაშში ფაბიომ დუბლი შეასრულა, რითაც გააოცა „სამპდორიას“ ხელმძღვანელობა და იმ დღიდან იგი „სამპდორიას“ მთავარი დამრტყმელი ძალა გახდა. იმ სეზონში მან 14 გოლის გატანა შეძლო, რითაც მან ნაკრების ყურადღებაც მიიქცია. ფაბიო ჩამოყალიბდა როგორც ლამაზი გოლების გამტანი, მას არაერთი ბრწყინვალე გოლი აქვს გატანილი. მისი შეძენა ბევრ გრანდს უნდოდა, თუმცა 11 მილიონი ყველას ეძვირა მისთვის და ბოლოს ფაბიო 7 მილიონად „უდინეზეში“ აღმოჩნდა. ფაბიოს არაერთხელ უთქვამს რომ ოცნებობდა ისეთი დონის კლუბებში თამაშზე როგორიცაა „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“, თუმცა ის მაინც „უდინეზეში“ დარჩა. „უდინეზეს“ რიგებში ფაბიომ 2 ბრწყინვალე სეზონი გაატარა, თუმცა სტაბილურობა მაინც აკლდა. მთლიანობაში კი მან „უდინეზეში“ 25 გოლის გატანა შეძლო 3 სეზონში. 2009 წლის ივნისში კი მან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა „ნაპოლისთან“ და მალევე კლუბის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, რითაც ისევ ყურადღების ქვეშ მოექცა გრანდებისგან და ზუსტად ერთ წელში იგი ჯერ იჯარით ესტუმრა ტურინს, თუმცა ამჯერად „იუვენტუსს“. ფაბიო ძალიან კარგად შეეწყო „ბიანკონერის“ და 2011 წელს „იუვემ“ გამოისყიდა მისი კონტრაქტი. კლუბს ფაბიოს ტრანსფერი 10.5 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა მეტწილად ტრავმიანობამ გააწამა ფაბიო, რითაც მან თავისი მაქსიმუმი ვერ გამოავლინა ტურინულ კლუბში.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„სამპდორიაში“ კარგი თამაშის წყალობით ფაბიო ნაკრებშიც იქნა გამოძახებული, მისი დებიუტი კი შოტლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა, როცა მან ლუკა ტონი შეცვალა. 2007 წელს კი ფაბიომ ძირითადში დაიწყო ლიტვის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, სადაც მან გახსნა საგოლე ანგარიში ნაკრებში და დუბლი შეასრულა. 2008 წელს კი ნაკრებში მე-3 გოლიც გაიტანა, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში.

ფაბიო ევრო-2008ზე გამოძახებულ იქნა, თუმცა მხოლოდ ერთ მატჩში შეძლო თამაში რუმინეთთან, როცა მან ალესანდრო დელ პიერო შეცვალა. 2009-ში იგი ასევე ფედერაციის თასზეც იყო, ეგვიპტეს წინააღმდეგ ძირითადში დაიწყო კიდეც, თუმცა დიდი ვერაფრით გამოიჩინა თავი. 2010- წელს მარჩელო ლიპიმ ფაბიო მსოფლიოზე წაიყვანა სამხრეთ აფრიკაში, თუმცა მხოლოდ სლოვაკეთთან შეძლო თამაში, მართალია გოლიც კი გაიტანა, მაგრამ ეგ არ ეყო იტალიას რათა ჯგუფიდან გასულიყო.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუვენტუსი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]