ჰენრიხ მხითარიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰენრიხ მხითარიანი
Հենրիխ Մխիթարյան
Algérie - Arménie - 20140531 - Henrikh Mkhitaryan.jpg
მხითარიანი სომხეთის ნაკრების რიგებში 2014 წელს
პირადი მონაცემები
სრული სახელი Հենրիխ Համլետի Մխիթարյան
ჰენრიხ ჰამლეტი მხითარიანი
დაბადების
თარიღი
21 იანვარი, 1989 (1989-01-21) (26 წლის)
დაბადების
ადგილი
ერევანი, სომხეთის დროშა სომხეთი
სიმაღლე 1.78 მ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბორუსია დორტმუნდი
ნომერი 10
ახალგაზრდული კარიერა
1995–2006 პიუნიკი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006–2009 პიუნიკი 70 (30)
2009–2010 მეტალურგი დონეცკი 37 (12)
2010–2013 შახტარი დონეცკი 72 (38)
2013– ბორუსია დორტმუნდი 21 (6)
ეროვნული ნაკრები
2006–2007 სომხეთი 17 წლ. 5 (1)
2007–2008 სომხეთი 19 წლ. 6 (1)
2008–2010 სომხეთი 21 წლ. 13 (9)
2007– სომხეთი 50 (16)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით. ბოლოს განახლდა: 27 ნოემბერი, 2013.

‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობისა და გოლების მაჩვენებელი ბოლოს განახლდა:
14 ნოემბერი, 2014.

ჰენრიხ მხითარიანი (სომხ. Հենրիխ Մխիթարյան; დ. 21 იანვარი, 1989) — სომეხი ფეხბურთელი. „დორტმუნდის ბორუსიისა“ და სომხეთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი.

კარიერა[რედაქტირება]

მხითარიანი თავდაპირველად მშობლიური „პიუნიკის“ ღირსებას იცავდა, რომელშიც კლუბის ახალგაზრდული აკადემიიდან მოხვდა, შემდეგ კი უკრაინაში, დონეცკის კლუბ „მეტალურგში“ გადაბარგდა, სადაც თანაქალაქური „შახტარის“, თანამედროვე უკრაინული ფეხბურთის ფლაგმანის ყურადღება მიიპყრო. სწორედ „შახტარში“ ასპარეზობისას მიიქცია ჰენრიხმა ფართო მასების ყურადღება და გერმანული ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის — „დორტმუნდის ბორუსიის“ რიგებში აღმოჩნდა, „შახტარმა“ კი მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მიიღო. ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2007 წლის იანვარში შედგა და უკვე სომხეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ასევე ხუთჯერ აქვს მოპოვებული საუკეთესო სომეხი ფეხბურთელის წოდება.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

ჰენრიხ მხითარიანი პოლიგლოტია, იცის 6 ენა: სომხური, ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული და პორტუგალიური.

2012 წელს მიენიჭა ერევნის საპატიო მოქალაქის წოდება.

ფეხბურთელზე განსაკუთრებულად იმოქმედა მამის სიკვდილმა, რომელიც მას მრავალ საჭირო პროფესიულ რჩევას აძლევდა. ამბობენ, რომ მათი სათამაშო სტილი ძალიან გავს ერთმანეთს. მხიტარიანის თქმით მას სჯერა, რომ მამამისი ისევ ცოცხალია:

ვიკიციტატა
„მე მჯერა ის მხედავს და ამაყობს ჩემით“

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მხიტარიანი აპირებს გახდეს სპრინტერი.

სტატისტიკა[რედაქტირება]

სომხეთის ნაკრები
წელი თამაში გოლი
2007 2 0
2008 5 0
2009 7 1
2010 5 3
2011 8 4
2012 8 2
2013 8 2
2014 7 4
2015 2 0
სულ 52 16

ტიტულები[რედაქტირება]

შახტარი[რედაქტირება]

  • უკრაინის პრემიერლიგა: 2010-2011, 2011-2012, 2012-2013
  • უკრაინის თასი: 2010-2011, 2011-2012, 2012-2013
  • უკრაინის სუპერთასი: 2012

დორტმუნდი[რედაქტირება]

  • გერმანიის სუპერთასი: 2014

ინდივიდუალური[რედაქტირება]

  • სომხეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2009, 2011, 2012, 2013, 2014
  • უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 2012-2013

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]