მზებუდობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მზებუდობის დროს დედამიწის ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსები მზისგან უკიდურესად არათანაბარი მანძილითაა დაცილებული.

მზებუდობა — დროის მომენტი, როდესაც მზის ცენტრი გაივლის ეკლიპტიკის ყველაზე ჩრდილოეთით, +23°27' დახრილობის მქონე ზაფხულის მზებუდობის წერტილში, ან ყველაზე სამხრეთით — 23°27' დახრილობის მქონე ზამთრის მზებუდობის წერტილში. ამ წერტილთა მახლობლობაში მზის დახრილობა და, მაშასადამე, მზის საშუადღეო სიმაღლეც, რამდენიმე დღეს თითქმის უცვლელია. აქედანაა „მზებუდობის“ სახელწოდებაც. რადგანაც მზებუდობის ერთსა და იმავე წერტილზე მზის ორ თანმიმდევრულ გავლას შორის პერიოდი არ ემთხვევა კალენდარულ წელიწადს, მზებუდობის მომენტები სხვადასხვა წელს დღე-ღამის სხვადასხვა დროს მოდის: ჩვეულებრივ წელიწადში 5 საათით 48 წუთით და 46 წამით გვიან დგება, ვიდრე წინა წელს, ხოლო ნაკიან წელიწადში — 18 საათით 11 წუთითა და 14 წამით ადრე. ამიტომ მზებუდობის მომენტები ორ მეზობელ კალენდარულ თარიღზე შეიძლება მოდიოდეს. XX საუკუნის II ნახევარში ზაფხულის მზებუდობის წერტილში მზე 21 ან 22 ივნისშია (ზაფხულის მზებუდობა, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ასტრონომიული ზაფხულის დასაწყისი, უგრძესი დღე), ზამთრის მზებუდობის წერტილში კი 21 ან 22 დეკემბერი (ზამთრის მზებუდობა, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ასტრონომიული ზამთრის დასაწყისი, უმოკლესი დღე).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 657.
  • ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (ერთტომეული), თბ., 1986, გვ. 292