ბუნიობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბუნიობის დროს დედამიწის ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსები მზისგან თანაბარი მანძილითაა დაცილებული, და თეორიულად დედამიწის ყველა წერტილში დღე და ღამე თანაბარია.

ბუნიობა, [1][2] ბუნიაობა[3][4][5], დღეღამტოლობა — დროის ის მომენტი, როდესაც მზის ცენტრი ეკლიპტიკაზე თავისი ხილული, წლიური მოძრაობისას გადაკვეთს ცის ეკვატორს.

ბუნიობის დღეს ყველგან (გარდა დედამიწის პოლუსების უახლოესი რაიონებისა), მთელ დედამიწაზე, დღისა და ღამის ხანგრძლივობა თითქმის ტოლია, მაგრამ რადგანაც მზეს შესამჩნევი ხილული კუთხური დიამეტრი აქვს (აგრეთვე რეფრაქციის გამო), დღის ხანგრძლივობა ოდნავ მეტია ღამისაზე. წერტილს, რომელსაც მზის ცენტრი სამხრეთ ნახევარსფეროდან ჩრდილოეთისაკენ მოძრაობისას გადაკვეთს, ეწოდება გაზაფხულის ბუნიობის წერტილი, ხოლო დიამეტრულად საწინააღმდეგო წერტილს კი შემოდგომის ბუნიობის წერტილი. იმის გამო, რომ ერთსა და იმავე ბუნიობის წერტილზე მზის ორ თანმიმდევრულ გავლას შორის დროის შუალედი — ტროპიკული წელიწადი — არ ემთხვევა კალედარული წლის ხანგრძლივობას, ბუნიობის მომეტები წლიდან წლამდე გადაადგილდება კალენდარული დღე-ღამის მიმართ. ჩვეულებრივ წელს ბუნიობა დგება 5 საათსა, 48 წუთსა და 46 წამით გვიან, ვიდრე წინა წელს, ხოლო ნაკიან წელს — 18 საათის, 11 წუთისა და 14 წამით ადრე. ამიტომ შეიძლება მოდიოდეს ორ მეზობელ კალენდარულ თარიღზე. ჩვენს ეპოქაში მზე გადის გაზაფხულის ბუნიობის წერტილზე 20 ან 21 მარტს, ხოლო შემოდგომის ბუნიობის წერტილზე 23 სექტემბერს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 573.
  2. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. 1, თბ., 2008. — გვ. 1093
  3. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (რვატომეული), ტ. 1, თბ. 1950, გვ. 1173
  4. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (ერთტომეული), თბ., 1986, გვ. 65
  5. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (ორტომეული), ტ. 1, თბ. 1990, გვ. 136