ნიკოლაი კოპერნიკი
| ნიკოლაი კოპერნიკი | |
|---|---|
|
| |
| დაბ. თარიღი | 19 თებერვალი, 1473[1] [2] [3] [4] |
| დაბ. ადგილი | ტორუნი, Royal Prussia[5] [6] [7] [8] |
| გარდ. თარიღი | 24 მაისი, 1543[1] [2] [3] [4] (70 წლის) |
| გარდ. ადგილი | Frombork, Royal Prussia[5] [9] [10] [8] |
| დასაფლავებულია | Archcathedral Basilica of the Assumption of the Blessed Virgin Mary and Saint Andrew in Frombork |
| მოქალაქეობა | Kingdom of Poland[11] |
| საქმიანობა | ასტრონომი[12] [13] [8] , იურისტი[13] , ეკონომისტი, მათემატიკოსი[14] [13] [8] , legal scholar, ფიზიკოსი, ფილოსოფოსი[8] , მთარგმნელი, ექიმი[15] [13] [8] , დიპლომატი[16] , მწერალი[17] , canon[8] და canon[8] |
| მუშაობის ადგილი | პადუის უნივერსიტეტი და იაგელონის უნივერსიტეტი |
| ალმა-მატერი | იაგელონის უნივერსიტეტი[18] [19] , პადუის უნივერსიტეტი, ბოლონიის უნივერსიტეტი და ფერარის უნივერსიტეტი |
| განთქმული მოსწავლეები | Georg Joachim Rheticus |
| მამა | Niklas Koppernigk the Elder |
| დედა | Barbara Koppernigk |
| ჯილდოები | International Space Hall of Fame[20] [21] |
|
გავლენა მოახდინეს | |
| ხელმოწერა |
|
ნიკოლაი (მიკოლაი) კოპერნიკი (პოლ. Mikołaj Kopernik, გერმ. Niklas Koppernigk; დ. 19 თებერვალი, 1473, ტორუნი, პრუსიის სამეფო — გ. 24 მაისი, 1543, ფრაუენბერგი, პრუსიის სამეფო) — პოლონელი და გერმანელი ასტრონომი, მათემატიკოსი, მექანიკოსი, ეკონომისტი და კანონიკოსი. სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემის შემქმნელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიკოლაი კოპერნიკი დაიბადა 1473 წლის 19 თებერვალს ვაჭრის ოჯახში. 1491-1495 წლებში სწავლობდა კრაკოვის უნივერსიტეტში, აგრეთვე იტალიის უნივერსიტეტებში: ბოლონიაში, პადუაშე, ფერარაში, სადაც ასტრონომიასთან ერთად მედიცინასა და სამართალს ეუფლებოდა. 24 წლისა აირჩიეს კანონიკოსად. 1503 წელს დაბრუნდა სამშობლოში, ქ. ლიძბარკში. 1512 წელს დასახლდა ქ. ფრომბორკში, სადაც 30 წელზე მეტ ხანს იცხოვრა. ახლაც ხშირად ნახულობენ ტურისტები ქალაქის ციხესიმაგრის ერთ-ერთ კოშკს, სადაც კოპერნიკი ცხოვრობდა და იქვე მოწყობილი ობსერვატორიიდან მნათობთა მდებარეობებს აკვირდებოდა.
სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი კოპერნიკი ჩაბმული იყო აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მოღვაწეობას ეწეოდა როგორც ექიმი, ეკონომისტი, ასტრონომი და სხვა. მისი მთავარი დამსახურებაა სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემის შექმნა. სამყაროს გეოცენტრული სისტემის რევიზიის შედეგად, რაც კოპერნიკის წინა პერიოდში დაიწყო და მსოფლიო ისტორიაში გეოგრაფიული აღმოჩენებით და სხვა მოვლენებით გამოწვეული დიდი გარდატეხის ეპოქას თანხვდა, კოპერნიკმა ცაზე დაკვირვებული მოვლენები აღწერა მზესთან დაკავშირებული ათვლის ახალი სისტემის თვალსაზრისით: აღიარა, რომ მზე წარმოადგენს ღედამიწის წრიული მოქცევის ცენტრს, და სხვა პლანეტებიც მზეს გარემოექცევიან. ამით მან მოხსნა ყველა შეუსაბამობა დაკვირვებულსა და გეოცენტრული თეორიით ნაკარნახევ შედეგებს შორის, რაც იმ დროისათვის გამოავლინა ცის მოვლენების გახშირებულმა დაკვირვებებმა ადრე მოფიქრებული მოძღვრება მან საბოლოოდ ჩამოაყალიბა თხზულებაში „ცის სფეროების გარემოქცევათა თაობაზე“ (ლათ. De revolutionibus orbium ceolestium), რომელიც გამოქვეყნდა 1543 წელს, მისი სიკვდილის წინა დღეებში. წიგნს დიდი შემეცნებითი მნიშვნელობა ჰქონდა, კერძოდ, დედამიწა, რომელიც მანამდე სამყაროს შუაგულში მოთავსებულ განსაკუთრებულ სხეულად წარმოედგინათ, კოპერნიკის მოძღვრების მიხედვით, რიგით პლანეტებთან იქნა გათანაბრებული; გამოირკვა, რომ დედამიწა და ცის სხეულები ერთსა და იმავე კანონებს ექვემდებარებიან; წამოიჭრა სამყაროს ერთიანობის იდეა.
კოპერნიკმა პირველმა დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ მეცნიერული თეორიები საგნების ჭეშმარიტ ბუნებას უნდა შეეფერებოდეს და არა საღვთო წერილს. მისი მოძღვრება საფუძველს ურყევდა რელიგიურ მსოფლმხედველობას. კოპერნიკის რევოლუციური შეხედულებები კათოლიკურმა ეკლესიამ მიიღო როგორც გამოწვევა ბრძოლაში. 1616 წელს ეკლესიამ აკრძალა კოპერნიკის წიგნი (აკრძალული იყო 1828 წლამდე).
საქართველოში კოპერნიკის სახელი პირველად მოხსენიებული აქვს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I-ს სხვადასხვა თხზულებაში, კერძოდ, „სწავლათა კიდობანში“, რომელიც 1818 წელს რუსულაღ ითარგმნა.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს კოპერნიკი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 660-661.
- ჯიქია დ., კვირკველია გ., „კოპერნიკის ცხოვრება და მოღვაწეობა“, თბ, 1973
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #118565273 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- 1 2 Berry A. A Short History of Astronomy — London: John Murray, 1898.
- 1 2 MacTutor History of Mathematics archive — 1995.
- 1 2 Коперник Николай // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1973. — Т. 13 : Конда — Кун. — С. 124–125.
- ↑ Your pictures: Poland — 2012.
- ↑ New element named 'copernicium' — 2009.
- 1 2 3 4 5 6 7 8 Catalog of the German National Library
- ↑ De revolutionibus orbium coelestium
- ↑ Dobrzycki J. Nicolaus Copernicus — His Life and Work — doi:10.1007/978-94-010-2616-1_2.PDF
- ↑ http://www.historyorb.com/people/nicolaus-copernicus
- ↑ reviewer J. L. Uncentering the Earth — 2007.
- 1 2 3 4 abART
- ↑ http://www.worldatlas.com/webimage/countrys/europe/poland/plfamous.htm
- ↑ K. Bieda Copernicus as an Economist // The Economic Record — Wiley-Blackwell, Wiley, 1973. — Vol. 49, Iss. 1. — P. 89–103. — ISSN 0013-0249; 1475-4932 — doi:10.1111/J.1475-4932.1973.TB02270.X
- ↑ Feldman B. 10 Facts About Nicolaus Copernicus — 2009.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ http://copernicus.torun.pl/en/biography/1491-1495/2/
- ↑ PubMed — 1997.
- ↑ https://www.nmspacemuseum.org/inductee/nicolaus-copernicus/
- ↑ Kentucky Astronaut to be Honored — Louisville: 1995. — P. 2. — ISSN 1930-2177
- ↑ Stanford Encyclopedia of Philosophy — Stanford University, Center for the Study of Language & Information, 1995. — ISSN 1095-5054