გრიგოლ XIII

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიგოლ XIII
გრიგოლ XIII-ის გერბი

გრიგოლ XIII (ლათ. Gregorius Tertius Decimus), ერისკაცობაში უგო ბონკომპანი (იტალ. Ugo Buoncompagni) (დ. 7 იანვარი, 1502, ბოლონია[1] — გ. 10 აპრილი, 1585, რომი) — რომის პაპი 1572 წლის 13 მაისიდან 1585 წლის 10 აპრილამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უგო ბონკომპანი დაიბადა 1502 წლის 7 იავნარს, ბოლონიაში. წარმოშობით იყო ბონკომპანების საგვარეულოდან. ბოლონიის უნივერსიტეტში იგი სწავლობდა სამართალს. სწავლის დაამთავრების შემდეგ კი კვალიფიცირებული დოქტორი გახდა და მრჩევლად აირჩიეს. 1565 წელს, დაინიშნა კარდინალად და გაიგზავნა მადრიდში დიპლომატიური მისიით. პონთიპიკატეს პერიოდში პიუს V-მ დაიწუნა პაპის სასჯელი.

პაპს ჰყავდა უკანონო შვილი, ჯაკომო. გრიგოლ XIII ერთადერთი რომის პაპი იყო რომელსაც, უკანონო შვილი ჰყავდა. პაპზე დიდი გავლენა ჰქონდათ იეზიდებს. თუმცა, მან შეძლო და თავისი ორი ძმისწული კარდინალებად დანიშნა, მაგრამ მათი ძალაუფლება შეზღუდული იყო. პაპის ძმამ გადაწყვიტა მისთვის ტახტზე ასვლა მიელოცა, მაგრამ წმინდა პეტრეს ბრძანებით უკან დაბრუნდა. ქრონოლოგები აღნიშნავდნენ, რომ პაპი პიუს V-ის მაგალითზე, რწმენით ცხოვრობდა. იგი სხვადასხვა რეფორმებსაც ატარებდა. სწორედ მან შემოიღო მონაზვნების ახალი პრინციპით დაჯილდოება. ასევე ისეთი ორდენები, რომ რომში რელიგია უკეთესად გავრცელებინათ. პაპის ინიციატივით რომში შეიქმნა პირველი ორი საგანმანათლებლო დაწესებულება (კოლეჯი). პირველმა კოლეჯმა მოგვიანებით მიიღო სახელწოდება „გრიგორიანული კოლეგია“, ხოლო მეორემ - „გერმანული კოლეგია“, რომელიც განკუთვნილი იყო გერმანელი სასულიერო პირებისთვის. მოგვიანებით შეიქმნა „ბერძნული კოლეგია“, რომელიც დაწესებული იყო მართმადიდებლურ ქვეყნებში. სასწავლებლებს ქმნიდნენ პასტორული საქმიანობისთვის. 1575 წელს, დაიწყო პაპების სასახლის მშენებლობა კვირნალზე. XVII-XVIII საუკუნეებში ეს რეზინდეცია ემსახურებოდა იმ პაპებს, რომლებსაც ჰქონდათ ჯანმრთელობის პრობლემა.

გრიგოლ XIII-მ მთელ ქვეყანაში გაითქვა სახელი. ყველაზე კარგად ცნობილია 1582 წლის კალენდრის რეფორმით. მისი პაპობის პერიოდში შემოღებულ იქნა გრიგორიანული კალენდარი, რომელიც იეზუიტი მღვდელი/ასტრონომი კრისტეფორ კლავიუსის დახმარებით შეიქმნა. რეფორმის მიზეზი — წლის საშუალო სიგრძე იულიუსის კალენდარში ძალიან გრძელი იყო და აღდგომის თარიღი დროთა განმავლობაში 10 მარტიდან (მისი ტრადიცული თარიღიდან) 21 მარტამდე გადავიდა.

ევროპის სახელმწიფოებში კონტრრეფორმაციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. მხარს უჭერდა ფრანგ კათოლიკეებს ჰუგენოტებთან ბრძოლაში. ბართლომეს ღამის გამო მოაწყო ზეიმი რომში. ხელს უწყობდა იეზუიტების გაძლიერებას. ცდილობდა შეექმნა საფრანგეთ-ესპანეთის კოალიცია პროტესტანტული ინგლისის წინააღმდეგ და მასთან ბრძოლაში გამოეყენებინა აჯანყება ირლანდიაში. ხელს უწყობდა კათოლიკობის გავრცელებას რუსეთში.

გარდაიცავლა 84 წლის ასაკში. იგი XVI საუკუნის ყველაზე ხანდაზმულ პაპად ითვლებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pope Gregory XIII. Catholic Encyclopedia. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-12-ში. წაკითხვის თარიღი: 2011-02-07.
წინამორბედი:
პიუს V
რომის პაპი

15721585
შემდეგი:
სიქსტუს V