დავით აღმაშენებლის ორდენი
დავით აღმაშენებელის ორდენი — საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, ორდენი, რომლითაც ჯილდოვდებიან სამოქალაქო, სამხედრო და სასულიერო პირები, სახელმწიფო მოღვაწეები ქართველი ერის წინაშე ღვაწლის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და აღორძინების, საზოგადოების კონსოლიდაციის, დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის. ორდენი საქართველოს მეფის, დავით IV აღმაშენებლის (1089-1125) სახელობისაა. დამტკიცებულია 1992 წლის 24 დეკემბრის პარლამენტის დადგენილებით. დიზაინის ავტორია ემირ ბურჯანაძე. პირველი კავალერია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (1998).[1]
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დავით აღმაშენებლის ორდენს აქვს 40-მილიმეტრიანი მრგვლოვანი სილუეტი, რომელზეც გამოკვეთილია რომბი. რომბის წრიულ ჩაღრმავებაში გამოსახულია ასომთავრული „ა“-თი (Ⴀ) გარშემოწერილი ასომთავრული „დ“ (Ⴃ) და „თ“ (Ⴇ) (აღნიშნავს დავით აღმაშენებელს), ხოლო მათ თავზე ადგას სამეფო გვირგვინი. ორდენის ჰორიზონტალურ ღერძზე მოთავსებულია რვაქიმიანი ალმასისთვლიანი ვარსკვლავი. ორდენი მოძრავი ყუნწით უკავშირდება ოქროს ფირფიტისაგან დამზადებულ სამაგრს. რომბი ქართულ სიმბოლიკასა და საეკლესიო მხატვრობაში მამა ღმერთის სიმბოლოა და იისფერი ტონალობით გამოხატავენ, ამიტომ სამაგრზე გადაკრული ბაფთის თეთრ ფონზე (სიგანე — 27 მმ), დავით აღმაშენებლის მეფობის ოქროს ხანის აღსანიშნავად, გამოყენებულ ოქროსფერს (9 მმ) ორივე მხარეს 1,5 მმ დაცილებით ახლავს 2 მმ სიგანის იისფერი ხაზები.[2]
ორდენის მფლობელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები დაარქივებული 2007-10-06 საიტზე Wayback Machine. . საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 ჯავახიშვილი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 275–276.
- ↑ საქართველოს მოქმედი სახელმწიფო ჯილდოები : „ჰეროლდი“, 2020, № 9, გვ. 15, ISBN 2298-0261.
- ↑ 2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ გაცემული სახელმწიფო ჯილდოები. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (10 მაისი, 2016). ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2021