მითრიდატე I
Jump to navigation
Jump to search
მითრიდატე I | |
---|---|
მიჰრდატი | |
იბერიის მეფე | |
მმართ. წლები: | 30–35[1] |
შვილები: |
მითრიდატე ფარსმან I |
მითრიდატე I — ქართლის (იბერიის) მეფე (I ს. დასაწყისი – 30-იანი წლები). იხსენიებს რომაელი ისტორიკოსი დიონ კასიოსი 35 წელს სომხეთის სამეფო ტახტისთვის ატეხილ ბრძოლასთან დაკავშირებით. სომხეთის მეფის არტაშესის (18-34) გარდაცვალების შემდეგ რომაელები და პართიელები სომხეთში საკუთარი კანდიდატის გამეფებას ცდილობდნენ. რომის იმპერატორმა ტიბერიუსმა თავის მოკავშირეს, ქართლის მეფე მითრიდატე I-ს სთხოვა შეჭრილიყო სომხეთში და დაეკავებინა იგი. მითრიდატე I-მა დაიპყრო სომხეთი და რომაელთა ნებართვით იქ თავისი ვაჟი მითრიდატე გაამეფა.[2]
მითრიდატე I-ის შესახებ ისტორიოგრაფიაში არსებობს რამდენიმე მოსაზრება:
- დიონ კასიოსის მითრიდატე არის ლეონტი მროველის ადერკი (გ. მელიქიშვილი),
- პ. ინგოროყვა წარმართი მეფეების სიაში მას საერთოდ არ იხსენიებს,
- მითრიდატე არის ლეონტი მროველის მეფე ქართამი (ს. გორგაძე),
- ადერკი, ქართამი და მითრიდატე სამი სხვადასხვა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პიროვნებაა, რომელთაგან პირველი მეფობდა ძვ. წ. II ს.-ის I ნახევარში, მეორე – ძვ. წ. II ს.-ის 60-იან წლებში, მესამე კი – ახ. წ. I ს.-ის 30-იან წლებში (გ. მელიქიშვილი).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მელიქიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 683.
- მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი (2007). საქართველოს მეფეები. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, წიგნსაცავის განყოფილება, K 281.358/3, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, გვ. 24. ISBN 99928-58-36-2.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ სერგი გორგაძის მიხედვით.
- ↑ მითრიდატე I. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.