29 ივნისი
იერსახე
<< | ივნისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
2024 |
29 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 180-ე დღე (ნაკიან წლებში – 181-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 185 დღე.
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 512 : მზის დაბნელება დააფიქსირეს სამონასტრო ქორონიკონში ირლანდიაში.
- 1194 : სვერი ნორვეგიის მეფედ აკურთხეს.
- 1534 : ჟაკ კარტიემ პრინც ედუარდის კუნძული აღმოაჩინა ევროპელთათვის.
- 1561 : დასრულდა მშენებლობა წმინდა ბასილის ტაძარზე წითელ მოედანზე, მოსკოვში.
- 1613 : შექსპირის პიესის „ჰენრიხ VIII“ -ს პრემიერის დროს დაიწვა თეატრი „გლობუსი“.
- 1659 : კონოტოპის ბრძოლაში უკრაინელებმა ივან ვიჰოვსკის მეთაურობით რუსები დაამარცხეს.
- 1815 : სამხრეთ ამერიკაში შეიქმნა სახელმწიფო თავისუფალ ხალხთა ლიგა.
- 1850 : კუნძულ ვანკუვერზე ქვანახშირი აღმოაჩინეს.
- 1850 : კონსტანტინოპოლის ეკუმენიკურმა პატრარქატმა საბერძნეთის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა.
- 1880 : საფრანგეთმა ტაიტის ანექსია მოახდინა.
- 1888 : კლასიკური მუსიკის პირველი ჩანაწერი გაკეთდა - ჰანდელის „ისრაელი ეგვიპტეში“ ცვილის ცილინდრზე.
- 1891 : ქუჩის რკინიგზა ამოქმედდა ოტავაში, ონტარიო, კანადა.
- 1895 : დუხობორები კოლექტიურად წვავენ საკუთარ იარაღს ცარისტული რუსეთის მთავრობის მიერ ჯარში გაწვევის პროტესტის ნიშნად.
- 1914 : ჯინა გუსევა ცდილობს გრიგორი რასპუტინის მკვლელობას მის სახლში, ციმბირში.
- 1916 : განხორციელდა ბოინგის თვითმფრინავის პირველი საცდელი ფრენა.
- 1935 : გერმანიაში კილის ვერფზე საიდუმლოდ ჩაუშვეს წყალში პირველი გერმანული წყალქვეშა ნავი U-1
- 1945 : საბჭოთა კავშირმა და ჩეხოსლოვაკიამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას კარპატისპირა უკრაინის საბჭოთა კავშირისთვის გადაცემის შესახებ.
- 1958 : ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
- 1962 : საკალათბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი გახდა.
- 1964 : შექმნეს ტელევიზორის სამართავი დისტანციური პულტი.
- 1974 : იზაბელ პერონი არგენტინის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. მისმა მეუღლემ, ხუან პერონმა, გადასცა მას პასუხისმგებლობა გაუარესებული ჯანმრთელობის გამო და ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.
- 1976 : სეიშელის კუნძულები დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებელი ხდება.
- 1984 : მინსკში მეტროს პირველი ხაზი გაიხსნა.
- 1986 : არგენტინა იმარჯვებს 1986 წლის მსოფლიო საფეხბურთო თასში.
- 1995 : ნასა-ს კოსმოსური შატლი „ატლანტისი“ პირველად უერთდება რუსეთის კოსმოსურ სადგურს „მირი“.
- 2001 : კოფი ანანი გაეროს გენერალურ მდივნად აირჩა მეორე ვადით.
- 2007 : ეპლის iPhone გამოვიდა გასაყიდად.
- 2008 : გერმანიის კარში ფერნანდო ტორესის გატანილი ერთადერთი გოლით ესპანეთის ეროვნული ნაკრები უეფას ევროპის 2008 წლის თასის მფლობელი გახდა.
- 2010 : ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი პალ შმიტი უნგრეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 2012 : იუნესკომ პალესტინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარე მაცხოვრის შობის ტაძარს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
- 2016 : სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა 45 და დაშავდა 238 პირი.
- 2017
- ანა ბრნაბიჩი სერბეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა.
- ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოსულის ბრძოლაში ისლამური სახელმწიფოს დანაყოფები სრულიად გაანადგურა.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1894 : იაშვილი, პაოლო — ქართველი პოეტი
- 1900 : სენტ-ეგზიუპერი, ანტუან დე — ფრანგი მწერალი და მფრინავი (გ. 1944)
- 1905 : ჰამარშელდი, დაგ ილმარ — შვედეთის სახელმწიფო მოღვაწე (გ. 1961)
- 1908 : ანდერსონი, ლეროი — ამერიკელი კომპოზიტორი (გ. 1975)
- 1936 : გაბრიაძე, რევაზ — ქართველი მწერალი, კინოდრამატურგი, რეჟისორი, მხატვარი
- 1948 : პეისი, იენ — ინგლისელი დრამერი (ჯგუფი Deep Purple)
- 1973 : ბაკურაძე, ბაკურ — ქართველი დიზაინერი, რეჟისორი.
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1895 : ჰაქსლი, ტომას ჰენრი — ინგლისელი ბუნებისმეტყველი.
- 1916 : ფრონელი — ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე
- 1940 : პაულ კლეე — შვეიცარიელი მხატვარი (დ.1879)
- 1941 : პადერევსკი, იგნაცი იან — პოლონელი კომპოზიტორი, პიანისტი (დ.1860)
- 1978 : რუბინშტეინი, მარკ — საბჭოთა გეოლოგი
მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვენესუელა, კოლუმბია, კოსტა-რიკა, მალტა, პერუ, რომი, სან-პაულუ, ჩილე, ესპანეთი - ღვინის ომი
- რუსეთი - პარტიზანის დღე
- სეიშელის კუნძულები - დამოუკიდებლობის დღე.
საეკლესიო დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- აგრეთვე:
- სეიშელის კუნძულები : დამოუკიდებლობის დღე
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა თვეები