iPhone
| მოდელები |
|---|
iPhone — ინტერნეტთან დაკავშირებული მულტიმედიური სმარტფონების ხაზი, რომლის მარკეტინგს კომპანია Apple ახდენს. პირველი iPhone წარმოადგინა Apple-ის იმდროინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ჯობსმა 2007 წლის 9 იანვარს[1] და გამოვიდა იმავე წლის 29 ივნისს. უკანასკნელი, მეხუთე თაობის iPhone, iPhone 4S, კი გამოვიდა 2011 წლის 14 ოქტომბერს, პორტატული მოწყობილებებისთვის Apple-ის ოპერაციული სისტემის, iOS 5.0–ის, გამოშვებიდან 2 დღის შემდეგ.
მისი ფუნქციები მოიცავს კამერას, პორტატულ მედია ფლეიერს (აიპოდის ეკვივალენტური), ტექსტურ შეტყობინებას, ინტერნეტთან კავშირს ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით და აქვს Wi-Fi და 3G დაკავშირებადობა. 2008 წელს გაეშვა App Store, ანუ აპლიკაციების მაღაზია, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს თავად კომპანია Apple-ის და ასევე მესამე მხარის მიერ შექმნილი აპლიკაციები. ამჟამად App Store შეიცავს 500,000–ზე მეტ აპლიკაციას.[2]
დღესდღეისობით გამოსულია iPhone-ის ხუთი მოდელი: ორიგინალი iPhone, iPhone 3G, iPhone 3GS, iPhone 4 და iPhone 4S.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Honan, Mathew. “Apple unveils iPhone“, Macworld, January 9, 2007. წაკითხვის თარიღი: April 6, 2008.
- ↑ Apple Inc.. iPhone – Learn about apps available on the App Store. Apple. წაკითხვის თარიღი: November 11, 2010.