ჟაკ კარტიე

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟაკ კარტიე

ჯაკ კარტიე (ფრანგ. Jacques Cartier; დ. 31 დეკემბერი, 1491 — გ. 1 სექტემბერი, 1557) — ფრანგი მოგზაური, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩრდილოეთ ამერიკის ფრანგულ კოლონიზაციას.

ფრანცისკ I-ის დავალებით კარტიე ახალ სამყაროში გაემგზავრა და 1534 წელს ლაბრადორის ნაპირებს მიაღწია, 1535 და 1541 წლებში პირველმა ევროპელთაგან გასცურა წმ. ლავრენტის მდინარეზე. კაბოტსა და შამპლენთან ერთად კანადის ერთ-ერთი პირველაღმომჩენად ითვლება. კარტიემ ურთიერთობა დაამყარა ლავრენტის იროკეზების თემთან, რომელთა ენიდან სიტყვა კანადა (სოფელი) გახდა ამ ტერიტორიის და შემდგომში ქვეყნის სახელწოდება.


[რედაქტირება] ბიოგრაფია

პირადი ხელსაწყოები